ანა ნაცვლიშვილი - ქართველმა ხალხმა დაიწყო სახელმწიფოს დაბრუნების პროცესი -  მოდუნების საშუალება არ გვაქვს, თუ მოუნდათ და პოლიტიკურად დაინახეს, რომ ხალხმა სიფხიზლე მოადუნა, კანონპროექტს ახლიდან შემოიტანენ

დიდებული დღეა მართლაც, როდესაც ქართველმა ხალხმა დაიწყო სახელმწიფოს დაბრუნების პროცესი, რომელიც მიტაცებული აქვს „ქართულ ოცნებას“. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი და ვულოცავ ყველას! - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

ამასთან, მან განმარტა, რომ პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მხარდაჭერილი კანონის გაწვევა ინიციატორის მიერ სამართლებრივად არ ხდება და ამას პროცედურების სწორად გავლა სჭირდება, თუმცა, ანა ნაცვლიშვილის თქმით, საქართველოს დიქტატურისგან და რუსული კანონების მიღებისგან არა სამართლებრივი პროცედურები, არამედ ხალხის სიფხიზლე იცავს და მოსახლეობამ ბრძოლა უნდა გააგრძელოს.

„საზოგადოებამ რომ იცოდეს, ტექნიკურ-ფორმალურ -სამართლებრივად რომ ვთქვათ, გაწვევის პროცედურა არ არსებობს. ეს არის პოლიტიკური გაწვევა და პოლიტიკურად დამარცხება აღიარა ახლა „ქართულმა ოცნებამ“. ეს არის ხალხის პოლიტიკური და მორალური გამარჯვება. რაც შეეხება პროცედურებს, პროცედურები სწორედ არის გასაკეთებელი, მაგრამ ძალიან ხაზგასმით მინდა გითხრათ, იმის გარანტი, რომ ეს კანონი და „რუსული კანონი“ ვეღარასდროს ვეღარ დაბრუნდება საქართველოს პარლამენტში ვერც ამ და ვერც სხვა ფორმით, სამართლებრივი პროცედურები კი არ არის, ამის გარანტი არის ის, რომ ხალხმა შეინარჩუნოს სიფხიზლე.

ჩვენ მოდუნების საშუალება არ გვაქვს. ახლა ჩააგდებენ, თუ მოუნდათ მერე და პოლიტიკურად დაინახეს, რომ ხალხმა მოადუნა სიფხიზლე, ხვალ ახლიდან შემოიტანენ, ამაშია საქმე. ჩვენ პარლამენტში სიფხიზლეს არ მოვადუნებთ, მაგრამ სიფხიზლე არ უნდა მოადუნოს ხალხმა იმიტომ, რომ სამართლებრივი პროცედურა კი არ იცავს ქვეყანას დიქტატურისგან, ხალხის სიფხიზლე იცავს, რომელიც ახლა ჩართულია უმაღლეს დონეზე და აღარ უნდა გამოირთოს მანამ სანამ „რუსული კანონი“ კი არა „რუსული ოცნება“ არ შეიცვლება. ყველაზე მყარი გარანტია, რომ საქართველოს ევროპული კურსი არის დაცული და შეუქცევადი, იქნება ევროპული ხელისუფლება.

ვის ინტერესშია საინფორმაციო სპეცოპერაცია, რომელსაც ქვეყანას უწყობდნენ, ამას კარგად ადასტურებს ერთი მხრივ, საქართველოს დასავლელი მეგობრების განცხადებები და მეორე მხრივ, ზახაროვას განცხადებები. ძალიან კარგად ჩანს, ვინ იყო ბედნიერი ამ პროცესებით და ვინ ცდილობდა პროცესის გაშავებას „ქართული ოცნების“ მსგავსად. ნახეთ შეერთებული შტატების ბოლო განცხადებები, სადაც ნათქვამია ხალხის გვერდით ვდგავართო, ხელისუფლება აღარ იყო იქ ნახსენები. ხალხის გვერდით იდგა მთელი დასავლეთი“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ ევროპული სტანდარტის ფიტნეს დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება