„ლელო“ - ბრძოლა გრძელდება - საქართველომ მოიგერია რუსეთის მორიგი შეტევა, ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებების დრო დადგა

„ლელო“ გააგრძელებს ბრძოლას ერთიანი წინააღმდეგობის მოძრაობის გასაძლიერებლად ქვეყნის მიმტაცებლების წინააღმდეგ, - ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„ლელო“ მოითხოვს, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა, უკანონოდ დაკავებული პროტესტის მონაწილე; გამოძიებული და დასჯილი იყოს მიტინგის დარბევისას ძალის გადამეტებული გამოყენების შემთხვევები და პარლამენტის უახლოეს სხდომაზე იურიდიულად გაფორმდეს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის უკან გაწვევა.

„ქართველი ახალგაზრდების, სამოქალაქო სექტორის, მედიის, პოლიტიკური პარტიებისა და მთლიანად ქართული საზოგადოების ერთიანმა პროტესტმა შედეგი გამოიღო. ამ ეტაპზე, საქართველომ მოიგერია რუსეთის მორიგი შეტევა და გადაურჩა ამ მახინჯი საკანონმდებლო ინიციატივის მიღებით მოსალოდნელ უდიდეს პოლიტიკურ ზიანს.

საერთაშორისო საზოგადოებამ კიდევ ერთხელ ცხადად დაინახა, რომ საქართველო, ქართველი ხალხი, მიუხედავად დღევანდელი ხელისუფლების მოღალატეობრივი მცდელობისა, მაინც მიაღწევს საწადელს და გახდება ერთიანი ევროპული ოჯახის წევრი.

ხელისუფლებამ რუსული კანონპროექტის ძალისმიერი მეთოდებით, ტყუილითა და აუხსნელი სისწრაფით გატანის მცდელობით საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, მშვიდობიანი მომიტინგეების დაუნდობელი დარბევით კი ცეცხლზე ნავთი დაასხა და ახალგაზრდებს მწვავე ქმედებებისკენ უბიძგა.

მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა უკანონოდ დაკავებული პროტესტის მონაწილე; გამოძიებული და დასჯილი იყოს მიტინგის დარბევისას ძალის გადამეტებული გამოყენების შემთხვევები და პარლამენტის უახლოეს სხდომაზე იურიდიულად გაფორმდეს რუსული კანონის უკან გაწვევა.

ბრძოლა გრძელდება პატარ-პატარა თუ დიდი გამარჯვებებით, არჩევნების გზით, ამ საოკუპაციო რეჟიმისგან საბოლოოდ გათავისუფლებამდე. ამ ბრძოლაში ჩვენი მთავარი იარაღი არის ერთიანობა. შესაბამისად, „ლელო“ გააგრძელებს ბრძოლას ერთიანი წინააღმდეგობის მოძრაობის გასაძლიერებლად ქვეყნის მიმტაცებლების წინააღმდეგ. ვფიქრობთ, რომ უკანასკნელი დღეების მოვლენებმა დაარწმუნა საზოგადოება, რომ ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებების დრო დადგა, თუ გვსურს ვიცხოვროთ ერთიან, თავისუფალ და ევროპულ ქვეყანაში“, - აღნიშნულია პარტია „ლელოს“ განცხადებაში.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი