ბაჩუკი ქარდავა - თუ ვინმეს გადაგდებას მოახერხებს ეს რეჟიმი, ეს არის საკუთარი თავი - უნდა ჩატარდეს სხდომა და კანონპროექტს კენჭი ეყაროს

თუ ვინმეს გადაგდებას მოახერხებს ეს რეჟიმი, ეს არის საკუთარი თავი - უნდა ჩატარდეს სხდომა და კანონპროექტს კენჭი ეყაროს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ბაჩუკი ქარდავამ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ სჩვევიათ ქართული საზოგადოების და ასევე, საერთაშორისო თანამეგობრობის გადაგებაც.

„თუ ვინმეს გადაგდებას მოახერხებს ეს რეჟიმი, რომელიც უკვე ჩამოყალიბდა როგორც რუსული რეჟიმი საქართველოში, ეს არის საკუთარი თავი. ამ ორი დღის განმავლობაში ყველამ კარგად დავინახეთ, რომ მათ არც ისე შორსმჭვრეტელური პოლიტიკური გაანალიზების უნარი არ გააჩნიათ, მათ საზოგადოებას შესთავაზეს რუსული კანონი და ეს რუსული კანონი სწორედ ქვეყანაში რუსული რეჟიმის გასაფორმებლად იყო შემოგდებული. ეს მათ ვერ მოახერხეს იმიტომ, რომ ქართველი ახალგაზრდების და ქართული საზოგადოების წინაშე ისინი უძლურები აღმოჩნდნენ. მათ სურთ ერთი ხელით გაიწვიონ კანონი და მეორე ხელით კი, ადამიანები ქუჩაში დაარბიეს. ნუ გვავიწყდება, რომ მათ ქართულ საზოგადოებას პროტესტის გამოთქმის უფლება აუკრძალეს. უამრავი ადამიანია დაპატიმრებული. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ, ყველა ეს ადამიანი გათავისუფლდეს. ესენი არიან პატრიოტები, რომლებიც რუსულ ოკუპაციას აუმხედრდნენ, რომელსაც საქართველოში „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი აკანონებს. სწორედ მათ აიძულეს „ქართული ოცნება“ კანონი გაეწვია პარლამენტიდან, მაგრამ პროცედურულად აუცილებლად უნდა ჩაატარონ სხდომა. სისულელეს გვეუბნებიან, რომ თურმე რემონტია საჭირო პარლამენტში. არ არის საჭირო რემონტი. რემონტი კი არა ქვეყანა ჩააბარეს რუსეთს. ამ ვითარებაში შესაძლებელია ჩატარდეს საგანგებო სხდომა და ყველამ კენჭი უყაროს. ხელისუფლებისგან არაერთხელ გვინახავს უკან დახევაც და გადაგდებაც. მათ სჩვევიათ ქართული საზოგადოების და ასევე, საერთაშორისო თანამეგობრობის გადაგებაც, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი მათ ამის უფლებას არ მისცემს. ეს ხელისუფლება არის განწირული“, - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა