„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს

პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა დაიწყო. დღევანდელ სხდომაზე პარტიის ლიდერები ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებსა და მათთან მიმართებაში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ.

უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, პარტიაში ბრიფინგი გაიმართება.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭომ, „ხალხის ძალამ“ და საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვიოს მათ მიერ მხარდაჭერილი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი. ამასთან, სამოქალაქო აქტივისტების გადაწყვეტილებით, დღეს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე აქცია მაინც გაიმართება.

შეგახსენებთ იმასაც, რომ აღნიშნული კანონპროექტების საპროტესტოდ თბილისსა და სხვა ქალაქებში 7-8 მარტს აქციები იმართებოდა. შსს-ს მომიტინგეების დასაშლელად არაერთხელ მოუწია წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენება.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა