საქართველოს ეროვნული პლატფორმა - მივმართავთ უმრავლესობას, რეგლამენტით დადგენილი პროცედურების შესაბამისად, უმოკლეს ვადებში მოახდინოს კანონპროექტზე უარის თქმის გადაწყვეტილების რეალიზება და სრულად გააუქმოს ეს ინიციატივა

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას "უკან გაიწვიოს” პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” თაობაზე.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შემაშფოთებელია ნარატივი, რომლითაც უმრავლესობა კვლავ აპირებს გააგრძელოს ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის დამაზიანებელი დისკუსიების წარმართვას.

„რამდენიმე დღეა საქართველოს საზოგადოება და განსაკუთრებით ახალგაზრდობა სამართლიანად აპროტესტებს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტს, რაც ჩვენი არაერთი შეფასებით არის არადემოკრატიული, არაკონსტიტუციური, დისკრიმინაციული და დამაზიანებელი ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესისთვის.

მივმართავთ უმრავლესობას, რეგლამენტით დადგენილი პროცედურების შესაბამისად, უმოკლეს ვადებში მოახდინოს კანონპროექტზე უარის თქმის გადაწყვეტილების რეალიზება და სრულად გააუქმოს ეს ინიციატივა.

ასევე შემაშფოთებელია ნარატივი, რომლითაც უმრავლესობა კვლავ აპირებს გააგრძელოს ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის დამაზიანებელი დისკუსიების წარმართვას, რაც ჩვენგან არაერთხელ არგუმენტირებულად იქნა პასუხგაცემული.

საქართველოს ეროვნული პლატფორმა მოუწოდებს მთავრობას აღკვეთოს სამართალდამცავთა მხრიდან ძალის გადამეტება და ამგვარი უკვე მომხდარი ფაქტების ობიექტური გამოძიება და მათზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებით. მოვუწოდებთ შესაბამის სტრუქტურებს დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ორდღიანი პროტესტის მსვლელობის დროს დაკავებული მშვიდობიანი მოქალაქეები. უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება „კანონპროექტის გაწვევაზე“ მიღწეულ იქნა საქართველოს საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, განსაკუთრებით ახალგაზრდებისა და ჩვენი დასავლელი პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევით, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ.

საქართველოს ეროვნული პლატფორმა მოუწოდებს ყველა მხარეს კონცენტრაცია მოახდინოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის 12 პუნქტის შესრულებაზე, რაც ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა!“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა