გიგა ბოკერია - ასეთი პროექტის მაინიცირებელი რეჟიმი თავისუფლების სამშვიდობოს ვერ გაგვიყვანს - მისი შეცვლის გარეშე ჩვენ არ გვაქვს შანსი ვიყოთ თავისუფალი და დაცული ქვეყანა

ის, რაც ამ დღეებში ხდებოდა და რასაც დღეს დილით, „რუსული ოცნების“ განცხადება მოჰყვა, მართლაც აღსანიშნავი ამბავია. ქართულმა საზოგადოებამ ამ პუტინისტურ რეჟიმს თავისი ძალა აჩვენა. ეს უნდა იყოს სიგნალი ყველასთვის, ვინც უიმედობაში იყო გადავარდნილი - ჩვენ გვაქვს საფუძველი იმისათვის, რომ ავაშენოთ თავისუფალი ქვეყანა, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის უკან გაწვევის განცხადებას.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, საქართველოს აქვს შანსი, რომ იყოს ღირსეული სახელმწიფო და დაბრუნდეს თავისუფალ ერთა ოჯახში, სადაც მისი ადგილია.

„ამისთვის მადლობა ეკუთვნის ყველას, ვინც საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად მონაწილეობდა პროტესტში, მათ შორის, რა თქმა უნდა, გამოირჩეოდნენ ახალგაზრდები, მადლობა ამისთვის ყველას, მაგრამ ამავე დროს, უნდა შევახსენოთ საკუთარ თავს და მთელ საზოგადოებას, რომ ჩვენი მთავარი პრობლემა - ეს რუსული პროექტი გაწვეულია, არ ვსაუბრობ იურიდიულ პროცედურებზე. რუსული რეჟიმი რჩება. მთელი ამ დღეების განმავლობაში ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან პროცესს ვხედავდით, რომ ადამიანები, ვინც აქამდე მერყევები იყვნენ ან არ გამოირჩეოდნენ ამ ხელისუფლებასთან საჯაროდ დაპირისპირებული პოზიციით, ჩვენი საზოგადოების წევრები, ღირსეული ადამიანები, რომლებსაც, ჩემი აზრით, აქამდე მცდარად არ ჰქონდათ ასეთი პოზიცია, ამ კანონის დანახვისთანავე მიხვდნენ, რამხელა საფრთხესთან გვაქვს საქმე რეჟიმის სახით“, - განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ყველასთვის უნდა იყოს ახსნილი და „ევროპული საქართველოს“ ამოცანაც ისაა, რომ მიუხედავად იმისა, როგორ გაიწვევენ კანონპროექტს, „ასეთი პროექტის მაინიცირებელი რეჟიმი თავისუფლების სამშვიდობოს ვერ გაგვიყვანს“.

„მისი შეცვლის გარეშე ჩვენ არ გვაქვს შანსი ვიყოთ თავისუფალი და დაცული ქვეყანა. იურიდიული ექსპერტების პროცედურას სწორად აღწერენ, ოღონდ მე, ამაზე ზედმეტი ფოკუსი მცდარი მგონია. რომც ჩაატარონ ის პროცედურები, კენჭი უყარონ ჩაგდებას, ხელახალ ინიციირებას ვერ მოახდენენ? მეტიც, ამ კანონის მიღმა არ ვიყავით და არ ვართ იმ ჭაობში, რასაც პუტინისტური სულისკვეთების რეჟიმი ჰქვია? ამიტომ, ყველა ადამიანამდე უნდა მივიტანოთ ეს გზავნილი. უდიდესი უპირატესობის მოპოვების გარეშე, რისი პირველი ნაბიჯები ამ პროტესტის დროს ვნახეთ და მანამდე კი, გავრილოვის ღამის დროს, ჩვენ ვერ დავამარცხებთ ამ რეჟიმს, მაგრამ მე მჯერა, რაც ახლა მოხდა, საფუძველია იმისა, რომ ასეთი მორალურ აბსოლუტური უმრავლესობის შექმნა შესაძლებელია, მეტიც, ეს არის ჩვენი ვალი. სწორედ ამის შედეგად ჩვენ მივაღწევთ ისტორიული ამოცანის შესრულებას, თავისუფალი ერთა ოჯახში თავისუფალ, ღირსეულ, დაცულ ქვეყნად დაბრუნებას“- განაცხადა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა