ინალ არძინბა - მიგვაჩნია, რომ საქართველოში არსებული ვითარება არის ხელისუფლების ძალისმიერი დამხობის მცდელობა

"აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო აკვირდება საქართველოში არსებულ ვითარებას. მიგვაჩნია, რომ ეს არის პოსტსაბჭოთა სივრცეში ხელისუფლების ძალისმიერი დამხობის კიდევ ერთი მცდელობა", - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის ინალ არძინბას განცხადებაშია აღნიშნული.

მისი მტკიცებით, „ე.წ. მშვიდობიანი მომიტინგეები აქტიურად იყენებენ: მოლოტოვის კოქტეილებს, კეტავენ ქუჩებს და მიმართავენ აგრესიული ქცევის სხვა ფორმებს“.

„ეს ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ მათ კარგად აქვთ ინსტრუქტაჟი მიღებული აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და თბილისში აშშ-ის საელჩოსგან. გარდა ამისა, ტრადიციულად აღვნიშნავთ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების დესტრუქციულ როლს ამ ზომების მომზადებაში“, - აღნიშნულია არძინბას განცხადებაში.

მისი მტკიცებით, აფხაზეთის ე.წ. „პრეზიდენტი“ მუდმივად აკვირდება სიტუაციას და მუდმივ კონტაქტში იმყოფება ე.წ. „აფხაზეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობასთან.“

„ჩვენი სახელმწიფო საზღვარი არის შესაბამისი აფხაზური და რუსული სპეციალური ქვედანაყოფების საიმედო დაცვის ქვეშ“, - აცხადებს ინალ არძინბა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო