მამუკა მდინარაძე - 12-პუნქტიანი გეგმის კიდევ ერთი პუნქტი შესრულდა - ახლა ოპონენტებმა კეთილი ინებონ და შემოგვიერთდნენ, რომ საკითხი ბოლომდე მივიყვანოთ

აქციაზე ყველა ხომ არ იყო რადიკალური მიზნებით გამოსული?! ძალიან დიდი ნაწილი აღმოჩნდა, რომ იყო გულწრფელი პროტესტის გამომხატველი იმიტომ, რომ ვიღაცამ შეძლო და დააჯერა, რომ ეს კანონპროექტი რუსულის ანალოგი იყო, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძემ მოუწოდა ოპოზიციას, რომ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებაში უმრავლესობას შეუერთდნენ, რადგან ყველა რეკომენდაცია, რომელიც მხოლოდ მათზე იყო დამოკიდებული, უკვე შესრულებულია.

„ჩვენი პოლიტიკური ხასიათი ჩვენ მრავალჯერ გამოვავლინეთ. როდესაც ადამიანები, ბავშვები შეცდომაში არიან შეყვანილი თუ გულწრფელი პროტესტი აქვთ თუ არა, აქ მნიშვნელობა აღარ აქვს, როდესაც რაღაც რისკის ქვეშ დგება და ეს რაღაც შეიძლება იყოს რომელიმე ბავშვის, ახალგაზრდის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, აქ ასეთი გადაწყვეტილებები უნდა მიიღო - ეს არის ჩვენი პოლიტიკური ბუნება და ხასიათი. მე ვურჩევ ჩვენს ოპონენტებს ჰქონდეთ ასეთი ბუნება და ხასიათი საქართველოს ბედთან დაკავშირებითაც. ამასობაში ჩვენ ამ დღეებში ნახეთ, რომ ევროკავშირის ერთი რეკომენდაცია უკვე შევასრულეთ - სახალხო დამცველის არჩევა და რაც კი ჩვენზე იყო დამოკიდებული აბსოლუტურად ყველაფერი შესრულებულია. საქართველოს ევროპულ კურსზე, რომ ლაპარაკობენ და სპეკულირებენ - აქციაზე ყველა, ხომ არ იყო რადიკალური მიზნებით გამოსული, ძალიან დიდი ნაწილი აღმოჩნდა, რომ იყო გულწრფელი პროტესტის გამომხატველი იმიტომ, რომ ვიღაცამ დააჯერა, მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონი ამერიკულის პირდაპირი თარგმანია და გამჭვირვალობას ეხებოდა, აღქმაში შეძლეს, ნაწილობრივ დააჯერეს, რომ ეს შეიძლება იყო რუსულის ანალოგი, რომელსაც საერთო არ ჰქონდა რუსულთან, მაგრამ შეძლეს. აღქმები და ფაქტები ერთმანეთს არ დაემთხვა და ეს იყო გულწრფელი პროტესტის საფუძველი, მაგრამ იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამას რადიკალური და ძალადობრივი ფორმებით გამოხატავდნენ, ეს უნდა გავმიჯნოთ. საბოლოო ჯამში, ჩვენმა ოპონენტებმაც უნდა გაითვალისწინონ, რომ ამ პროცესების მიღმა რეალურად მიდის ევროკავშირის რეკომენდებული საკითხების შესრულება, 12-პუნქტიანი გეგმის ერთი პუნქტი კიდევ შესრულდა და დანარჩენი მათზეა, მათ შორის, იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებული რეკომენდაცია. ახლა, კეთილი ინებონ და შემოგვიერთდნენ ამ რეკომენდაციების შესრულებაში, რომ ბოლომდე მივიყვანოთ ეს საკითხი თუ ვინმეს მართლა ევროინტეგრაცია აინტერესებს“, - განაცხადა მდინარაძემ.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები