პეტრე ცისკარიშვილი - რუსული კანონი უკან წაიღეს, მაგრამ რუსული მთავრობა კანცელარიაში და პარლამენტში ზის, ამიტომ ვიდრე რუსულ მთავრობას არ ჩამოვიცილებთ, მანამდე ბრძოლა გრძელდება

რუსული კანონი უკან წაიღეს, მაგრამ რუსული მთავრობა კანცელარიაში და პარლამენტში ზის, ამიტომ ვიდრე რუსულ მთავრობას არ ჩამოვიცილებთ, მანამდე ბრძოლა გრძელდება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა ელჩებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ელჩებთან ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საკითხზე საფუძვლიანად ისაუბრეს.

„კრემლმა უკან დაიხია და გარკვეული წარმატება უკვე მიღწეულია. აუცილებელია ეს პროტესტი გაგრძელდეს, რადგან ასობით ახალგაზრდა, ევროპული ღირებულებებისთვის და საქართველოს ევროპული მომავლისთვის მებრძოლი ადამიანი არის ნაცემი, დაკავებული, ჯერ კიდევ საპყრობილეში გამოკეტილი და ვინც ეს ძალადობა ჩაიდინა დასასჯელი. ელჩებთან მიხეილ სააკაშვილზე ამ ქვეყნის მთავარ პოლიტიკურ პატიმარზე ძალიან საფუძვლიანად ვისაუბრეთ, რადგან ასე გაგრძელება არ შეიძლება, მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოდ, აუცილებლად უნდა იყოს გათავისუფლებული და მესამე ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანილი.

ჩვენ ასევე, ვისაუბრეთ საქართველოს ევროპულ მომავალზე, 12 -პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე, ჩვენი კოლეგები, მეგობრები ევროპიდან აღფრთოვანებულები არიან ქართველი ხალხის ბრძოლით, რომლებმაც უკან წააღებინეს „ქართულ ოცნებას“ ეს კანონი. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ეს იურიდიულად გავაფორმოთ. მათ ბევრჯერ მოგვატყუეს, ამიტომ აუცილებელია, რომ ეს გაფორმდეს იურიდიულად კენჭისყრით.

ეს არის ერთი გამარჯვება - ოპოზიციამ, ქართველმა ხალხმა ევროპული გზიდან არ გადაახვევინა ქუჩით, პარლამენტში ბრძოლით, პატარა აქციებით, დიდი აქციებით. ახლა რუსული კანონი უკან წაიღეს, მაგრამ რუსული მთავრობა კანცელარიაში და პარლამენტში ზის, ამიტომ სანამ რუსულ მთავრობას არ ჩამოვიცილებთ, მანამდე ბრძოლა გრძელდება, სანამ საბოლოო მიზანს - კრემლიდან მართულ ადმინისტრაციას არ გავუშვებთ სახლებში“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პეტრე ცისკარიშვილი ლიეტუვის, ლატვიის, ნორვეგიის, დანიისა და ესტონეთის ელჩებს შეხვდნენ.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა