გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს შეეზღუდება.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

„გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 10 მარტს 10:30-დან 18:30 საათამდე, ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს სოფელ დიღომში გაბრიელ ათონელის, დიდგორის, სარაჯიშვილის, ბარათაშვილის, დედოფალ ელენეს და მეფე კონსტანტინეს, ბერი გობრონის ქუჩებზე და მიმდებარე ტერიტორიაზე, 13:00-დან 18:30 საათამდე - გლდანის მასივის ტერიტორიაზე, სოფელ გლდანში, გიორგიწმინდაში.

11:00-დან 18:00 საათამდე, დუშეთის რაიონის სოფლებში ჩანადირთკარი, მლაშე, საშაბურო, ბოდორნა, ნაგლიანთკარი, ბაგიჭალა, კოჭობა, თხილიანა და მიმდებარე სოფლებში, 12:00-დან 13:00 საათამდე - აბონენეტბს დაბა ფასანაურში, სოფლებში ცხვედიეთი, წითლიანი, წიფორი, ჭიკაანი, ბიბილაანი, კორუღი და მიმდებარე სოფლებში, ხოლო 13:00-დან 14:00 საათამდე - სოფლებში ლუთხუბი, ზანდუკი, კიტოხი, მაქართა, ჩოხი, თორელაანი, წინა მხარი, დიდებაანი, ჩობალაურები და მიმდებარე სოფლებში.

11:00-დან 17:00 საათამდე, დენი გაეთიშებათ აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ტუშურები, ზარიძეები, იარაჯულები, ჯიჯეთი, ხოფცა, ვერხველი, კახოიანები, ჯერვალიძეები, 13:30-დან 14:30 საათამდე - აბონენტებს სიონში და ორხევში, ხოლო 15:00-დან 16:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში ჟებოტა, ლელოვანი, თეთრახევა, თეგერაანები.

12:00-დან 15:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ მომხმარებლებს დაბა სტეფანწმინდაში, სოფლებში ცდო, გერგეტი, გველეთი, დარიალი და მიმდებარე ტერიტორიაზე“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის