ირაკლი კობახიძე - რადიკალური პოლიტიკური ძალების მიზანი არ ემთხვევა სახელმწიფო ინტერესებს - მათი მიზანი კიდევ ერთხელ გამოჩნდა და ეს არის  წინააღმდეგობა გაუწიონ კანდიდატის სტატუსის მიღებას

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პოლიტიკური ძალების მიზანი არ ემთხვევა სახელმწიფო ინტერესებს.

როგორც კობახიძემ „ქართულ ოცნებაში“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პოლიტიკური ორგანიზაციების მიზანი კიდევ ერთხელ გამოჩნდა და ეს არის წინააღმდეგობა გაუწიონ კანდიდატის სტატუსის მიღებას.

“ვხედავთ, რომ პოლიტიკურ ძალებს, პოლიტიკურ ორგანიზაციებს, რადიკალურ პოლიტიკურ ძალებს კონკრეტული მიზნები აქვთ. მათი მიზანი რეალურად არ ემთხვევა სახელმწიფოს ინტერესებს. სახელმწიფოს ინტერესშია კანდიდატის სტატუსის მიღება. ისინი პირდაპირ უპირისპირდებიან ამ მიზანს, ეს არის სამწუხარო რეალობა. ჩვენ გავყვებით ამ მიზანს, ჩვენ გავყვებით ჩვენ დღის წესრიგს. იგივე, რამდენიმე დღის წინ ოპოზიციის ნაწილთან ერთად ჩვენ შევძელით, სახალხო დამცველის არჩევა, რითაც შესრულდა კიდევ ერთი პუნქტი, ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტიდან, ეს არის ჩვენი გზა. მათ ამაზეც კი საბოტაჟი გამოაცხადეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კომპრომისული გადაწყვეტილება შევთავაზეთ ოპოზიციონერის არჩევასთან დაკავშირებით. აქედან კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მათი მიზანია წინააღმდეგობა გაუწიონ კანდიდატის სტატუსის მიღებას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. შესაბამისად, ამ კუთხით ყველა საჭირო ნაბიჯი გადაიდგმება“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების საწინააღმდეგო აქციაზე იყო ძალადობრივი მოწოდებები და ძალადობის ფაქტები.

კობახიძის თქმით, თუკი ვინმე ადამიანებს ძალადობისკენ აქეზებდა, ყველამ კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს.

„რაც შეეხება ძალადობრივ მოწოდებებს, პოლიტიკურად ეს არის უკიდურესად მიუღებელი. ამის იქით მე შეფასებას ვერ გავაკეთებ. სამართლებრივი შეფასება არის სამართლებრივი უწყების საქმე. თუკი ვინმე აქეზებდა ადამიანებს ძალადობისკენ, რა თქმა უნდა, ყველამ პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე. ეს არის კანონის მოთხოვნა, ეს არის კანონის უზენაესობის მოთხოვნა. იყო ასეთი მოწოდებები. სამწუხაროდ, იყო ძალადობის ფაქტები. შს სამინისტროს ძალიან ბევრ წარმომადგენელს მიყენებული აქვს დაზიანებები, მათ შორის, "მოლოტოვის კოქტეილებით", კონკრეტული პოლიტიკური ძალების მიერ ორგანიზებული. ვგულისხმობ, მხოლოდ ძალადობრივ ჯგუფებს. ამაზე, რა თქმა უნდა პოლიტიკოსებს პასუხისმგებლობა ეკისრებათ. დანარჩენი უწყებების საქმეა, მათ უნდა გამოარკვიონ, ვინ არის კონკრეტულად პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე“,- განაცხადა კობახიძემ.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს