შალვა პაპუაშვილი - დღეს და ხვალ პარლამენტის შენობაში შესვლის რეჟიმი სრულად არის შეზღუდული - საჭიროა იმ ზარალის აღრიცხვა, რომელიც მიადგა როგორც შენობას, ისე ინფრასტრუქტურას

იცით, რომ დღეს და ხვალ პარლამენტის შენობაში შესვლის რეჟიმი სრულად არის შეზღუდული. საჭიროა იმ ზარალის აღრიცხვა, რომელიც მიადგა პარლამენტს როგორც შენობას, ისე ინფრასტრუქტურას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერი სახის ძალადობა დასაგმობია და სამწუხაროა იმის ხილვა, რომ პოლიტიკოსები, მათ შორის, პარლამენტის წევრები უბიძგებდნენ ახალგაზრდებს მსგავსი ქმედებისკენ.

„რაც შეეხება ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს, უპირველეს ყოვლისა იცით, რომ დღეს და ხვალ პარლამენტის შენობაში შესვლის რეჟიმი სრულად არის შეზღუდული. საჭიროა იმ ზიანის აღრიცხვა, რომელიც მიადგა პარლამენტს როგორც შენობას, ისე ინფრასტრუქტურას და აღდგენა. ვიდრე ინფრასტრუქტურა აღდგენილი არ არის, საფრთხე არის იქ მყოფი პირებისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ აპარატს და დამხმარე პერსონალს შესაძლებლობა მიეცეს, რომ სრულად აღდგეს პარლამენტი. იცით, რომ ჩამსხვრეულია ფანჯრები, არის ზიანი მიყენებული ინფრასტრუქტურისთვის, იყო ცეცხლი გაჩენილი ფანჯრის რაფაზე მეორე სართულზე „მოლოტოვის კოქტეილისგან“ და ა.შ.

ზოგადად მინდა ვთქვა - სამწუხაროა, როდესაც ვხედავდით, რომ პოლიტიკოსები და პარლამენტის წევრები იყენებდნენ ახალგაზრდების, ბავშვების ენერგიას იმისთვის, რომ მიემართათ ეს ენერგია აგრესიისკენ. ჩვენ ვნახეთ გუშინ ამის პირდაპირი მაგალითი, როდესაც პარლამენტის ერთ-ერთმა წევრმა მოუწოდა პირდაპირ უკანონობისკენ პარლამენტთან შეკრებულ ახალგაზრდებს, რომ პიკეტირება მოეწყოთ პარლამენტის და ამ პიკეტირების შედეგი გადაიზარდა ძალადობაში პოლიციელების წინააღმდეგ და ასევე, შენობის დაზიანებაში. სამწუხაროა, რომ ასევე ვხედავდით წახალისებას ამ აგრესიისა. უპირველეს ყოვლისა ნებისმიერი ძალადობა არის დასაგმობი და განსაკუთრებით, როცა ეს ძალადობა არის სახელმწიფო ინსტიტუტების, ამ შემთხვევაში, პარლამენტის სასახლის წინააღმდეგ. მე მიკვირს, როგორ ახერხებენ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომ ამ ძალადობის მიმართ გამოხატონ სიმპატია თუ ემპათია“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის