ირაკლი კობახიძე - წყლის ჭავლი და ყველა სპეცსაშუალება თანაზომიერების პრინციპის და კანონის შესაბამისად იყო გამოყენებული - პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ რადიკალ პოლიტიკოსებს, რომლებიც ამას ხელმძღვანელობდნენ

დარბევაც არის „ფეიკი“, ხოლო რაც შეეხება სამართალდამცავ ორგანოებს, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ე.წ. აგენტების შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე განვითარებული მოვლენების შესახებ საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამართალდამცავები სპეციალურ საშუალებებს თანაბარზომიერების პრინციპის შესაბამისად იყენებდნენ.

„წყლის ჭავლი და ყველა სპეცსაშუალება იქნა გამოყენებული თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად, კანონის შესაბამისად. თქვენ ნახეთ როგორი მოთმინებით ხვდებოდნენ სამართალდამცავები აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას და ძალადობას. ეს ძალადობა იყო უმძიმესი, პირდაპირ „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდნენ სამართალდამცავებს, ესროდნენ ქვებს და ათეულობით სამართალდამცავს აქვს მიღებული საკმაოდ მძიმე დაზიანება, რაზეც პასუხისმგებელი არიან სწორედ ის პოლიტიკოსები, რადიკალები, რომლებიც ამას ხელმძღვანელობდნენ, დავალებებს იძლეოდნენ და, რა თქმა უნდა, ამის აღმსრულებლები, ეკისრებათ ამაზე პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ მოხდა გადაწყვეტილების შეცვლა ბიძინა ივანიშვილის რეკომენდაციის საფუძველზე, ირაკლი კობახიძე პასუხობს: „კითხვაზე პასუხი არის, არა“.

„ჩვენ გვაქვს „ჩატი“, სადაც გაწევრიანებული არიან პოლიტსაბჭოს წევრები და იმ „ჩატის“ მეშვეობით ხდებოდა ინფორმაციის გაცვლა. ბიძინა ივანიშვილი, რა თქმა უნდა, არ არის, პოლიტსაბჭოს წევრები არიან „ჩატში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე