შალვა პაპუაშვილი - ბოლო 10 წელი სწორედ „ქართული ოცნება“ და მისი პოლიტიკაა იმის გარანტი, რომ ეს ქვეყანა ყველა აისბერგს ასცილდა

ბოლო 10 წელი სწორედ „ქართული ოცნება“ და მისი პოლიტიკაა იმის გარანტი, რომ ეს ქვეყანა ყველა აისბერგს ასცილდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის გამოწვევის გადაწყვეტილება სამოქალაქო მშვიდობის უზრუნველსაყოფად იქნა მიღებული.

„ბოლო იმ აისბერგებს, რომელიც ჩვენს რეგიონში არის, ყველას მიგვახეთქეს ჩვენმა ხელისუფლებებმა. შესაძლოა, რაღაცის აცილება შეიძლებოდა ან არ შეიძლებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ არ არსებობდა აისბერგი, რომელსაც არ მიეხეთქა საქართველო, იქნებოდა ეს შინა არეულობები, ომები თუ სხვა. ბოლო 10 წელი სწორედ „ქართული ოცნება“ და მისი პოლიტიკაა იმის გარანტი, რომ ეს ქვეყანა ყველა აისბერგს ასცილდა. როცა ვსაუბრობთ მშვიდობაზე, ამაში იგულისხმება არა მხოლოდ საგარეო ომები, არამედ ამაში იგულისხმება სამოქალაქო მშვიდობა უპირველეს ყოვლისა და სწორედ სამოქალაქო მშვიდობის უზრუნველსაყოფად იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ იმ ახალგაზრდების, ბავშვების ენერგია, რომელსაც ასე ბოროტად იყენებს რადიკალური პოლიტიკური ფრთა, არ იქნას მიმართული არასწორად. არ არსებობს საკითხი, რომელიც ღირს ერთი ახალგაზრდის თუ ერთი ბავშვის ჯანმრთელობად“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, გავა დრო და ხანი და აღქმებს, რომელიც პროპაგანდისტული ინსტრუმენტებით ჩამოაყალიბა, ფაქტები აჯობებს.

„შეიძლება ადამიანს ემოციური დამოკიდებულება ჰქონდეს საკითხის მიმართ, ეს აბსოლუტურად გასაგებია. საქმეა იმაში თვითონ ეს საქმე რამდენად სწორად ან გამრუდებულად იქნა მიწოდებული. გავიხსენოთ 2020 წლის არჩევნები, ჩვენ მაშინაც გვახსოვს აღშფოთებული მოქალაქეები გაყალბებული არჩევნების გამო, ხომ გავიდა დრო და ყველა დარწმუნდა, რომ ეს იყო აბსოლუტური ტყუილი და წინასწარ შექმნილი ყალბი ნარატივი. ასევე იყო უკრაინის სოლიდარობის მაგალითზე, მაშინაც იყვნენ აღშფოთებული მოქალაქეები, ვინაიდან მათ მიაწოდეს კითხვები, თითქოს საქართველო სხვა ქვეყნებთან შედარებით ნაკლებ სოლიდარობას იჩენდა უკრაინის მიმართ, გავიდა დრო და ხანი და ამ აღქმებს, რომელიც ჩამოაყალიბეს პროპაგანდისტული ინსტრუმენტებით, აჯობა ფაქტებმა. ამ შემთხვევაშიც ზუსტად ასე მოხდება დარწმუნებული ვარ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს