ელენე ხოშტარია - ის, რაც ზურა ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის მიმართ ხდება, არის სადიზმი

,,დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, დამოკიდებულება, რაც ,,გირჩი- მეტი თავისუფლების” წარმომადგენლების - ზურაბ ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის მიმართ სახელმწიფოს აქვს, უნდა შეფასდეს, როგორც "სადიზმი".

როგორც ხოშტარიამ ჯაფარიძე-მოსიაშვილის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით აღნიშნა, ორივეს დაკავებისას მიყენებული დაზიანებები აღენიშნება, თუმცა ამ დრომდე "ოთახიდან არ უშვებენ".

"ზურაბ ჯაფარიძეს და ნიკა მოსიაშვილს თავის არესთან ხილული დაზიანებები აღენიშნებათ. ნიკა მოსიაშვილს გონების კარგვაც კი ჰქონდა, რაღაც მომენტები არ ახსოვს. ადამიანს 160/90-ზე აქვს წნევა და ჩახუთული ოთახიდან არ უშვებენ. ამათი ერთადერთი მიზანი არის სადიზმი. პროცესის მიმდინარეობისას შესვენება სამჯერ გამოცხადდა. ამას აკეთებენ იმიტომ, რომ 48 საათი გავიდეს და მერე გამოუშვან. ჩვეულებრივი სადიზმია. შსს-ს ორი რობოტი წარმომადგენელი ტყუილებს ლაპარაკობს. ამას ემატება მონა მოსამართლე. ვიცი, ვისთან გვაქვს საქმე, მაგრამ არ მჯერა, რომ ამ ოთახში სხედან ადამიანები, ვისაც შეუძლიათ ამ ხარისხით უყურონ ადამიანის ტკივილს და ჯანმრთელობის რისკს”, - განაცხადა ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერების, ზურაბ-გირჩი ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის პროცესი მიმდინარეობს, მანდატურებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო. გაღიზიანების მიზეზი გახდა ის, რომ ნიკა მოსიაშვილს მაღალი არტერიული წნევა დაუფიქსირდა, ხოლო მოსამართლემ მოწოდებების მიუხედავად პროცესის შეჩერებაზე უარი განაცხადა. აღსანიშნავია, რომ მან მოგვიანებით ერთსაათიანი შესვენება გამოაცხადა.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
„ბიბლუსმა“ სტამბოლში საქართველოს ფარგლებს გარეთ რიგით მესამე ბიბლიოთეკა გახსნა - „ბიბლუსის“ დელეგაცია მსოფლიო პატრიარქმა მიიღო
„ჰიუნდაი ავტო საქართველოში“ შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
„ვისოლის“ მხარდაჭერით, გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის