მიხეილ სააკაშვილი - მოხდა მართლა სასწაული, ყველა მოქალაქე, ყველა ახალგაზრდა გადაიქცა თავის თავის პარტიად - რუსეთის დავალება ვერ შესრულდა, ახლა ფრთხილად უნდა იყოთ ყველანი

მოხდა მართლა სასწაული, ყველა მოქალაქე, ყველა ახალგაზრდა გადაიქცა თავის თავის პარტიად, რომელსაც არაფრის ახსნა არ დასჭირდა და ზუსტად იცის, თუ როგორ იმოქმედოს და ისტორიის ფურცლებიდან გამოსული უძლეველი მებრძოლები გახდნენ, - ამის შესახებ ნათქვამია მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.

მისი თქმით, რუსეთის დავალება ვერ შესრულდა.

„საოცრად ვამაყობ თქვენით, თაობით, რომელსაც მთელი მსოფლიო გულშემატკივრობდა და ელოდებოდა, დაიცავდა თუ არა ქართველი ხალხი ევროპელობას, თუ ურცხვად ჩავყვებოდით მთავრობას რუსულ-აზიურ წყვდიადში და მოხდა მართლა სასწაული, ყველა მოქალაქე, ყველა ახალგაზრდა გადაიქცა თავის თავის პარტიად, რომელსაც არაფრის ახსნა არ დასჭირდა და ზუსტად იცის, თუ როგორ იმოქმედეს და ისტორიის ფურცლებიდან გამოსული უძლეველი მებრძოლები გახდნენ.

ამერიკელი სენატორები და ევროპარლამენტარები, უკრაინაში სანგარში მჯდომი მებრძოლებიც კი სუნთქვაშეკრული, გადევნებენ თვალყურს და ძალიან სასიამოვნოდ განცვიფრებულები არიან. რუსეთის დავალება ვერ შესრულდა, ახლა ფრთხილად უნდა იყოთ ყველანი. ისინი შეეცდებიან შურისძიებას, რათა სათითაოდ დაგიგულონ და შური იძიონ. ამიტომ როგორც არასდროს - ძალა ერთობაშია და ეს ერთობა შესანარჩუნებელია“, - წერს სააკაშვილი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა