ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ თავს დაესხნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ირაკლი ნადირაძის განცხადებით, უცნობი ადამიანი თავს დაესხა.

როგორც ნადირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მას თან ჰქონდა გარკვეული ნივთი და აპირებდა მისთვის დაზიანების მიყენებას.

"თავს დამესხა ფიზიკურად, ჭიდაობის დროს კი ეს ნივთი ამოუვარდა. აი რა უნდა დღეს რუს ოლიგარქს და სუს-ის "ნასედკას", თუ ჰგონიათ, რომ აქ ხალხი რომელიმე პოლიტიკური პარტიისთვის დგას, ძალიან ცდებიან, აქ ხალხი ევროპული მომავლისთვის დგას. ეს ორი დღეა სუს-ი ცდილობს პროვოკაციებს. მოვიდა მკითხა ირაკლი ნადირაძე ხარო? ვუთხარი რომ მე ვარ, თავს დამესხა, ალბათ, უნდოდა ამ იარაღის გამოყენებაც", - განაცხადა ნადირაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა