შალვა პაპუაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაციებმა თავად აიღონ ხელში ინიციატივა, ჩამოყალიბდნენ, რა არის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტი და შესთავაზონ საზოგადოებას

არასამთავრობო ორგანიზაციებთან ბოლო შეხვედრაზე შევთავაზე, თავად აიღონ ხელში ინიციატივა, თავად ჩამოყალიბდნენ, რა არის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტი, თუკი გრძნობენ საერთოდ საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულებას, აღწერონ, რა არის ანგარიშვალდებულების სტანდარტი და თავად შესთავაზონ საზოგადოებას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ, თუკი საჭიროდ თვლიან, რომ პარლამენტს შესთავაზონ რაიმე საკანონმდებლო რეგულაცია, რომელიც გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.

„ბოლო პერიოდის მოვლენები აჩვენებს, რამდენად არეულია ჩვენთან სამწუხაროდ, იდეა, გაგება იმისა, რას ნიშნავს იყო სამოქალაქო საზოგადოების წევრი, ამა თუ იმ სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაცია და ამიტომაა სწორედ მნიშვნელოვანი, ამ სფეროში ყოფილიყო მეტი გამჭვირვალობა. სამწუხაროდ, ამ სტიგმატიზებით, პროპაგანდით გამჭვირვალობის ეს პროცესი მათ არ ისურვეს. პირად საუბრებში ბევრი ადასტურებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებში ნამდვილად არის საჭიროება გამჭვირვალობის. არასამთავრობო ორგანიზაციებთან ბოლო შეხვედრაზე შევთავაზე, თავად აიღონ ხელში ინიციატივა, თავად ჩამოყალიბდნენ, რა არის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტი, თუკი გრძნობენ საერთოდ საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულებას, აღწერონ, რა არის ანგარიშვალდებულების სტანდარტი და თავად შესთავაზონ საზოგადოებას, თავის თავზე ვალდებულების აღება. შეუძლიათ, შემოგვთავაზონ ჩვენ პარლამენტს, თუკი საჭიროა, მათი გადმოსახედიდან, რაიმე საკანონმდებლო რეგულაცია. ჩამოყალიბდნენ და უთხრან საზოგადოებას გრძნობენ თუ არა თავს ანგარიშვალდებულად იმ საზოგადოების წინაშე, რომლის ნაწილიც არიან და ასევე, ეს ანგარიშვალდებულება რომელ სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს, რათა დემოკრატიულობის შესაბამისი იყოს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა