არმაზ ახვლედიანი - პროტესტმა შედეგი გამოიღო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტაქტიკური გამარჯვება საქართველოს ევროპულ გზაზე, საქართველოს სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების გზაზე

პროტესტმა შედეგი გამოიღო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტაქტიკური გამარჯვება საქართველოს ევროპულ გზაზე, საქართველოს სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების გზაზე, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ უმრავლესობის მიერ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით განაცხადა.

არმაზ ახვლედიანის თქმით, შედეგი გამოიღო ახალგაზრდების თავგანწირვამ, რომელიც შეიძლება „მერე სახელმძღვანელოებში შევიდეს, როგორც წარმოუდგენელი მაგალითი კულტურულობისა“.

„როგორც ჩანს, ფუნდამენტური სისტემური ცვლილებების გარეშე ქვეყანაში შეუძლებელი იქნება, რომ თავი დავაღწიოთ ამ არანორმალურ ჩაკეტილ წრეს, რომელიც პერიოდულად ემუქრება ჩვენს თავისუფლებას, საქართველოს ნორმალურ ქვეყნად გადაქცევას. ცხადია, სწორედ ამ საპროტესტო ტალღამ და მეტწილად ახალგაზრდების თავგანწირვამ გამოიღო შედეგი, თან თავგანწირვამ, რომელიც შეიძლება მერე სახელმძღვანელოებში შევიდეს, როგორც წარმოუდგენელი მაგალითი კულტურულობისა, საოცარი ქცევისა. ამიტომ, მე არ ვურჩევ არავის, არცერთ პოლიტიკურ პარტიას, რომ ახლა მიიწეროს რამე, ჩაერიოს ამ პროცესში უცნაურად“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

არმაზ ახვლედიანის თქმით, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებების მიხედვით, ის „არაფერს არ იმსახურებს, არათუ კანდიდატის სტატუსს“.

„ახლა კვლავ „ქართული ოცნების“ ხელშია გადაწყვეტილება, მას შეუძლია, რომ ამ კანონპროექტს საბოლოოდ დაუბლოკოს გზა ფორმალურად, პროცედურულად, მაგრამ ამავდროულად სწორედ მის ხელშია, რომ 12 პუნქტი შესრულდეს და თუ ვინმე ამას ოპოზიციიდან ოდნავ მაინც შეეწინააღმდეგება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ თავადვე გავრიყავთ მას.

„ქართულმა ოცნებამ“ აიღო შესრულების ვალდებულება, მაგრამ ვერ შეასრულა.

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებების მიხედვით, ცხადია, ის არაფერს არ იმსახურებს, არა თუ კანდიდატის სტატუსს, მე რომ მკითხოთ მე მას ევროპის საბჭოს სანქციებსაც კი დავუწესებდი და მონიტორინგის მექანიზმსაც კი ავამუშავებდი იმდენად რთულადაა საქმე ჩვენთან“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა