გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნების“ ნდობა არ შეიძლება, კუზიანს მხოლოდ სამარე გაასწორებს და ამ სამარის პირველი ნაწილი უკვე გათხრილია, მაგრამ ზემოდან მიწა უნდა მივაყაროთ

„ქართული ოცნების" ნდობა არ შეიძლება, კუზიანს მხოლოდ სამარე გაასწორებს და ამ სამარის პირველი ნაწილი უკვე გათხრილია, მაგრამ ზემოდან მიწა უნდა მივაყაროთ, როცა ამ სამარეში მოხვდებიან ეს ადამიანები, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, უმრავლესობა შეშინებულია და სწრაფ ნაბიჯებს ამიტომ დგამს.

„საქართველომ გამოიარა უმძიმესი დღეები და ახალგაზრდების დამსახურებაა, რომ რუსეთისკენ მიმავალი ეს ქვეყანა შემობრუნდა ისევ ევროპისკენ. ეს არის წარმატება, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ, მაგრამ არ არის საბოლოო გამარჯვება. საბოლოო გამარჯვება ნიშნავს - სასამართლოს კლანისგან გათავისუფლებას, დეოლიგარქიზაციას, მედიათავისუფლებას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას და რუსული რეჟიმისგან საქართველოს საბოლოო გათავისუფლებას. „ქართული ოცნების" ნდობა არ შეიძლება, კუზიანს მხოლოდ სამარე გაასწორებს და ამ სამარის პირველი ნაწილი უკვე გათხრილია, მაგრამ ზემოდან მიწა უნდა მივაყაროთ, როცა ამ სამარეში მოხვდებიან ეს ადამიანები. მე მაინტერესებს როგორ ჩახედავენ საზოგადოებას თვალებში. ბევრი კითხვაა და არ შეიძლება მოდუნება. ახლა პირველი გაფრთხილება მივეცით, მაგრამ ესენი არ გასწორდებიან, ნდობა ნული. ახლა, ჩასვრილები და შეშინებულები არიან და იმიტომ დგამენ სწრაფად ამ ნაბიჯებს, მაგრამ ორ-სამ დღეში შეიძლება თავი ისევ წამოყონ, ამიტომ ყურადღებით უნდა ვიყოთ და აქტიურად ვიმუშაოთ", - განაცხადა ვაშაძემ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის