კელი დეგნანი - ყველას გვსურს იმის ხილვა, რომ პარლამენტის თითოეულმა წევრმა ოფიციალურად თქვას უარი ამ კანონპროექტებზე, რომლებიც არის კრემლის მიერ შთაგონებული და საქართველოში არასაჭირო

ქართველი ხალხი, განსაკუთრებით კი სტუდენტები და ახალგაზრდები საუბრობდნენ ხმამაღლა და ცხადად და მმართველმა პარტიამ, საბოლოოდ მოუსმინა მათ. ახლა ჩვენ ყველას გვსურს იმის ხილვა, რომ პარლამენტის თითოეულმა წევრმა, დააჭიროს წითელ ღილაკს და უარი თქვას ამ კანონპროექტებზე, ოფიციალურად თქვას უარი ამ კანონპროექტებზე, რომლებიც არის კრემლის მიერ შთაგონებული და საქართველოში არასაჭირო, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს არ სჭირდება ეს კანონპროექტები და უკვე საკმარისი გამჭვირვალობა არსებობს იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოში შემოსული უცხოური დახმარება ქვეყნის საუკეთესო ინტერესებისთვის იქნას გამოყენებული და დაეხმაროს ქართველებს, რომლებიც ბევრს მუშაობენ იმისთვის, რომ გააუმჯობესონ თავიანთი საზოგადოების ცხოვრება.

„ეს არის ის, რასაც ემსახურება უცხოური დახმარება 30 წლის განმავლობაში“, - აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, ახლა საქართველოში მთელი ენერგია და ყურადღება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღწევისკენ უნდა იქნას მიმართული.

„ის, რისი ხილვაც ახლა ქართველ ხალხს სურს, არის რომ მათი მთავრობა ასრულებს დაპირებას, რათა საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიაღწიოს და იმედი მაქვს, სწორედ ამისკენ იქნება მიმართული მთელი ენერგია და ყურადღება. ეს არის თითოეული ქართველის ცხოვრების გაუმჯობესების უზარმაზარი შესაძლებლობა და სწორედ ქართველმა ხალხმა უნდა გახადოს საკუთარი მთავრობა ანგარიშვალდებული კანდიდატის სტატუსის მიღწევის დაპირებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ელჩმა.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო