საკანონმდებლო ორგანოსთან მოქალაქეები იკრიბებიან. ისინი საქართველოს პარლამენტის შენობის წინ დაანონსებული აქციისთვის ემზადებიან.
აქცია მას შემდეგ დაანონსდა, რაც ცნობილი გახდა, რომ პარლამენტში პლენარული სხდომა, რომელზეც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს ჩასაგდებად გაიტანენ, დღეს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების გაწვევის გადაწყვეტილება მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ მიიღო. აღნიშნული პროექტების საპროტესტოდ პარლამენტთან მესამე დღეა საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის 7-8 მარტს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა.