პარლამენტის ბიურომ პლენარული სხდომის დღევანდელ დღის წესრიგში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი შეიტანა, რომელიც სხდომაზე მეორე მოსმენით დღეს გავა

პარლამენტის ბიურომ პლენარული სხდომის დღევანდელ დღის წესრიგში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი შეიტანა, რომელიც სხდომაზე მეორე მოსმენით გავა და როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, მას ჩააგდებენ.

ბიუროს სხდომას იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, რომელიც პროცედურის თანახმად, პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის მეორე მოსმენით დამტკიცებამდე, დოკუმენტს მეორე მოსმენით თავად განიხილავს, მიმართა, რომ კანონპროექტი მეორე მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განხილვის გარეშე იქნას პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანილი.

"ცნობად ვიღებთ ინიციატორების მომართვას, რომ ეს პირველი კანონპროექტიც გაწვეულ იქნას და პლენარული სხდომის დღის წესრიგში ასახულია იურიდიულ საკუთხთა კომიტეტის მომართვა, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის გარეშე პარლამენტის უახლოეს პლენარული სხდომის დღის წესრიგში იქნას შეტანილი", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი „გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, უცხოური გავლენის აგენტებად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა (20%-ზე მეტი) უცხოეთიდან არის მიღებული.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ. კანონპროექტი „უცხოური გავლენის აგენტის გამოსავლენად" იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს. ამავე პროექტით, მონიტორინგის დაწყების საფუძველი იქნება იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება და იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც „კონკრეტულ უცხოური გავლენის აგენტთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას შეიცავს“. უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის შეუვსებლობა გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების გაწვევის გადაწყვეტილება მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ მიიღო. აღნიშნული პროექტების საპროტესტოდ პარლამენტთან მესამე დღეა საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის 7-8 მარტს, დემონსტრანტების დასაშლელად სპეცრაზმი, წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს. აქციების განმავლობაში პოლიციამ ჯამში 133 ადამიანი დააკავა, ადმინისტრაციული წესით დაკავებული მოქალაქეები გუშინ გაათავისუფლეს. დაკავებულთა გათავისუფლება იყო ასევე გუშინდელი პროტესტის ერთ- ერთი მოთხოვნაც.

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა