ანა ნაცვლიშვილი - პარლამენტის სხდომაზე უნდა გაფორმდეს ქართველი ხალხის ნება - „არა, რუსულ კანონს!” - სანამ საქართველო არ იქნება ევროკავშირის ნაწილი და არ გავა სამშვიდობოს, ხალხი დარჩება მუდმივ სიფხიზლეში

„ლელოს“ დეპუტატის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უნდა გაფორმდეს ქართველი ხალხის ნება - „არა, რუსულ კანონს!“

როგორც მან ჟურნალისტებს პარლამენტში შესვლამდე განუცხადა, აქციაზე მყოფი ადამიანები დარჩებიან მუდმივ სიფხიზლეში და დეპუტატები კი მათი ნების აღმსრულებლები იქნებიან პარლამენტში და პარლამენტის გარეთაც.

„დღეს პარლამენტის სხდომაზე უნდა გაფორმდეს ქართველი ხალხის ნება - „არა, რუსულ კანონს!“, ამიტომ მოვედი მე პირადად აქ, რომ ბოლომდე სამართლებრივად, კონსტიტუციურად გაფორმდეს ხალხის მოთხოვნა და გაიწვიონ უკან რუსული კანონი. გეგმა არის ის, რომ სანამ საქართველო არ იქნება ევროკავშირის ნაწილი და არ გავა სამშვიდობოს, ეს ადამიანები დარჩებიან მუდმივ სიფხიზლეში და ჩვენ, დეპუტატები, მათი ნების აღმსრულებლები ვიქნებით პარლამენტში და პარლამენტს გარეთაც. დღეს საზოგადოება აქ იმისთვისაა, რომ საკუთარი თვალით ნახოს და საკუთარი ყურით მოისმინოს როგორ აღსრულდება ხალხის გადაწყვეტილება - „არა, რუსულ კანონს!“. აქციები არის ხალხის გადაწყვეტილება. ამიტომ ხალხი გადაწყვეტს, როდის, რაზე გააკეთებს აქციას. ამას არ ვწყვეტთ პოლიტიკოსები, ამას წყვეტს ქართველი ხალხი, ჩვენ ვასრულებთ მათ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე