იაგო ხვიჩია - ხელისუფლება ეცდება, იმ შეურაცხყოფის გამო, რომელიც ქართველი ხალხისგან აიტანა, რაღაცნაირად შური იძიოს - სწორედ ამ მიზნით იქნება გამოყენებული ახალგაზრდების ჯარში იძულებით გაწვევის შესახებ კანონპროექტი

ხელისუფლება ეცდება, იმ შეურაცხყოფის გამო, რომელიც ქართველი ხალხისგან აიტანა, რაღაცნაირად შური იძიოს - კანონპროექტი, რომელიც ახალგაზრდების ჯარში იძულებით გაწვევას ემსახურება, სწორედ ამ მიზნით იქნება გამოყენებული, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, ხვალ „გირჩი“ აქციას გეგმავს, სადაც მოთხოვნა სწორედ „თავდაცვის კოდექსის“ გაწვევა იქნება.

„ძალიან მარტივად რომ შევხედოთ ამ სიტუაციას - „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა მავნებლობა (მსუბუქად ვამბობ ამ შემთხვევაში), ქართველმა ხალხმა არ გაუტარა და მოუწია საკუთარი მავნებლობის უკან წაღება. ეს ყველაფერი ახალგაზრდებმა, ძირითადად სტუდენტებმა გააკეთეს, რომლებიც გულწრფელად გააბრაზა საქართველოს რუსეთისკენ მოტრიალების პერსპექტივამ. თუმცა, პარალელურ რეჟიმში პარლამენტში განიხილება კანონპროექტი, რომელიც ამ დაუმორჩილებელი ახალგაზრდების მოსარჯულებლად არის შემოტანილი, ვინც გუშინ ფაქტობრივად ბოდიში მოახდევინა საქართველოს ხელისუფლებას. ამ ხალხის დასჯას ხელისუფლება ყველანაირად ეცდება, ეცდებიან, რომ იმ შეურაცხყოფის გამო, რომელიც ქართველი ხალხისგან აიტანეს, რაღაცნაირად შური იძიონ. კანონპროექტი, რომელიც ახალგაზრდების ჯარში იძულებით გაწვევას ემსახურება, სწორედ ამ მიზნით იქნება გამოყენებული. ხვალ აქცია გვაქვს, რომ ეს კანონპროექტი გავაპროტესტოთ ისე, როგორც რუსულ კანონპროექტს ვაპროტესტებდით. ხელისუფლებას მოვუწოდებთ, გამოითხოვონ ეს ურჩი ახალგაზრდების დასასჯელი კანონპროექტი. ვთხოვ ახალგაზრდებს, დავეხმაროთ ერთმანეთს, რომ მთავრობას არ მივცეთ თქვენი იძულებით „ვიშკაზე“ დაყენების საშუალება“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ ევროპული სტანდარტის ფიტნეს დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება