არ მაქვს მოლოდინი, რომ "ქართულ ოცნებას" გააზრებული აქვს შეცდომა - "ქართული ოცნება" ეცდება რეაბილიტაციას და იმის დამტკიცებას, რომ არ დამარცხებულა, - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის “გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში მისვლისას, ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ერთი წარმატებული მიტინგით პოლიტიკური ომის მოგება შესაძლებელია.
"მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაბიჯი დაგვიანებულია, მაგრამ სწორი, არ მაქვს მოლოდინი, რომ "ქართულ ოცნებას" გააზრებული აქვს შეცდომა. მე მოლოდინი მაქვს, რომ "ქართული ოცნება" ეცდება რეაბილიტაციას და იმის დამტკიცებას, რომ არ დამარცხებულა. რაც შეეხება, მომდევნო გეგმებს, ხვალ, ჩვენ გვაქვს აქცია სამხედრო რეფორმის წინააღმდეგ პარლამენტის წინ, 17:00 საათზე. არანაკლებ რუსული კანონია, ბევრად უარესიც არის. მგონი, ყველაფერი წინ გვაქვს. ეს ბრძოლა და წინააღმდეგობა დასაწყისია. არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ერთი წარმატებული მიტინგით პოლიტიკურ ომს მოიგებ. ვემზადები ხანგრძლივი და რუტინული ბრძოლისთვის. თუ აქცია კარგად არის დაგეგმილი, უნდა იყოს დამხმარე ინსტრუმენტი პოლიტიკოსებისთვის. არ შეიძლება აქცია ცალკე იყოს, ხოლო პოლიტიკოსები ცალკე", - აღნიშნა რაქვიაშვილმა.