გიორგი ვაშაძე - მოდუნება არ შეიძლება, ბრძოლა გრძელდება! - კობახიძის ვეუბნები, შენ გაიქცევი პირველი რუსეთში, ოღონდ ივანიშვილი თუ წაგიყოლებს

მოდუნება არ შეიძლება, ბრძოლა გრძელდება! ამ ლაჩრებს ბევრი მზაკვრული გეგმა აქვთ ჩაფიქრებული - კობახიძის ვეუბნები, შენ გაიქცევი პირველი რუსეთში, ოღონდ ივანიშვილი თუ წაგიყოლებს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას მას შემდეგ განაცხადა, რაც პარლამენტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი ჩააგდო.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დღევანდელი განცხადება იმის მანიშნებელია, რომ ინდივიდუალური ანგარიშსწორებებისთვის ემზადებიან, რაც არ უნდა დავუშვათ.

„თქვენ ნახეთ როგორ გაიპარნენ ეს ადამიანები, რომლებმაც სამი დღის წინ მოღალატეობრივი ქმედება ჩაიდინეს და რუსულ კანონს მხარი დაუჭირეს. დღეს თვითონვე გაიწვიეს ეს კანონი. ყოველგვარი პროცედურის დარღვევით, ხალხთან რომ აღარაფერი აქვთ სალაპარაკო, გაიქცნენ და გაიპარნენ დარბაზიდან. ახალგაზრდებო თქვენ ხართ გმირები! ეს თქვენ გააკეთეთ! თქვენ ხართ მაგრები! მოდუნება არ შეიძლება, ბრძოლა გრძელდება! ამ ლაჩრებს ბევრი მზაკვრული გეგმა აქვთ ჩაფიქრებული. უსწრაფესად აუცილებელი არის საკონსტიტუციო ცვლილებები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, სასამართლოს კლანისგან გათავისუფლება. როგორც კი ისინი ნახავენ, რომ ჩვენ მოვდუნდით ინდივიდუალურ ანგარიშსწორებებს დაიწყებენ. არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ინდივიდუალური ანგარიშსწორებები. ახლა ესენი ემზადებიან ინდივიდუალური ანგარიშსწორებებისთვის. ეს იყო დღეს შსს-ს განცხადება და პირდაპირ ვეუბნები, თქვენ ხართ დამნაშავეები! თქვენ ისროლეთ წყლის ჭავლი, თქვენ დაშალეთ უმიზეზოდ აქცია! ეს ხომ მთელმა მსოფლიომ ნახა. ხომ ხედავთ რუსი პროპაგანდისტები როგორ მყისიერად ჩაერთნენ ამ რუსული რეჟიმის დასაცავად. ეს კიდევ ერთი მანიშნებელია, ვინ არიან ეს ადამიანები. პროვოკატორები არიან კობახიძეები. კობახიძის ვეუბნები - შენ გაიქცევი პირველი რუსეთში, ოღონდ ივანიშვილი თუ წაგიყოლებს”, - განაცხადა ვაშაძემ.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა