მე ჩემი სათქმელი ვუთხარი, რომ ყველა ერთად უნდა ვიდგეთ, მათი მოპოვებული გამარჯვებაა-, ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ინტერპრესნიუსთან" მას შემდეგ განაცხადა, როდესაც აქციის მონაწილეებმა, სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა არ მისცეს.
როგორც ვაშაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ხალხის დაკავებას აპირებს, რისთვისაც ერთიანობა საჭიროა.
„მე ჩემი სათქმელი ვუთხარი, რომ ყველა ერთად უნდა ვიდგეთ, მათი მოპოვებული გამარჯვებაა. მათი გმირობის საფუძველია. აუცილებელია, ყველა ერთად ვიდგეთ, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ხალხის დაკავებას აპირებს. ერთად უნდა ვიდგეთ, ეს არ უნდა დავუშვათ. ვნახოთ, პროტესტი უნდა გაგრძელდეს ყველა ფორმით, რომლითაც სამშობლოს დავიცავთ",-აღნიშნავს ვაშაძე.
ცნობისთვის, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს აქციის მონაწილეებმა, სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა არ მისცეს.
როგორც მათ აღნიშნეს, საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე პოლიტიკური განცხადებები არ სურთ.
"დავიღალეთ, პოლიტიკოსებით",- აღნიშნეს მათ.
მას შემდეგ, რაც აქცის მონაწილეებმა, ვაშაძის სიტყვით გამოსვლა გააპროტესტეს, მან ტერიტორია დატოვა.