იაგო ხვიჩია - მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეები კოორდინირდნენ იდეის გარშემო - გააცნობიერეს, რომ რაღაც ნიშნავს რუსეთისკენ სვლას და ხელისუფლებას არ მისცეს ამის შესაძლებლობა, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხელისუფლებამ ეს სცადა

მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეები კოორდინირდნენ იდეის გარშემო - მათ გააცნობიერეს, რომ რაღაც ნიშნავს რუსეთისკენ სვლას და ხელისუფლებას არ მისცეს რუსეთისკენ გადასვლის შესაძლებლობა, თუმცა, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხელისუფლებამ ეს სცადა, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა დღეს „ქართულ ოცნებას“ მოუწია ახალგაზრდების ინტერესების გათვალისწინება, მათზე ახლა გაბრაზებულია და მათ დასჯას შეეცდება, რისთვისაც "ფეიკ სამხედრო სამსახურის რეფორმას" გამოიყენებს.

„საერთოდ, იდეალურად კოორდინირებული აქცია ცოტათი ხელოვნურია, ამიტომ აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ისინი კოორდინირდნენ იდეის გარშემო. მათ გააცნობიერეს, რომ რაღაც ნიშნავს რუსეთისკენ სვლას და რაღაც ევროპისკენ სვლას და ხელისუფლებას არ მისცეს რუსეთისკენ გადასვლის შესაძლებლობა. თუმცა, ეს ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხელისუფლებამ ეს სცადა და ახლა ის სცდის იმ ახალგაზრდების დასჯას რომელმაც ხელი შეუძლია ამ მიზნის განხორციელებაში, ამის მთავარი მექანიზმი არის „ფეიკ“ სამხედრო რეფორმა, რომელიც ასევე უნდა ჩაიშალოს, როგორც ამ კანონის მიღება ჩაიშალა“,- განაცხადა ხვიჩიამ.

ხვიჩიას განცხადებით, მისი მიღება ისევე უნდა ჩაიშალოს, როგორც აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღება ჩაიშალა.

ცნობისათვის, ხვალ პარლამენტის წინ აქცია სახელწოდებით „არა მონობას“ გაიმართება, სადაც იძულებით ჯარში გაწვევას გააპროტესტებენ.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა