მიხეილ სარჯველაძე - არავის უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტი პარტიული და ქვეყნის საზიანო მიზნებისთვის გამოიყენოს

ჩვენ ვიხილეთ ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტი, მაგრამ ფხიზლად უნდა ვიყოთ, რომ არავის მიეცეს შესაძლებლობა, ჩვენი საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ნაწილის - ახალგაზრდების გულწრფელი პოზიციონირება, გარკვეული მოსაზრებების გამოთქმა გამოყენებული იყოს ვიწრო პარტიული, მერკანტილური და ამ ქვეყნის საზიანო მიზნებისთვის, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ეს არის დიდი ხიფათი, რომლის წინაშეც შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყანა.

„ამას სჭირდება დაზღვევა. მე არ ვიცი კონკრეტული ადამიანი რა მოტივაციით ჩამოდის ახლა, ამ ვითარებაში, რა მიზეზით დგას სადაც დგას, მაგრამ გარკვეული გარემოებები შეიძლება გვავალდებულებდეს, რომ ზედმიწევნით ფხიზლად ვიყოთ და შესაბამისად, არც ერთ ავანტიურისტს არ მიეცეს დრამატული სცენარების განვითარების შესაძლებლობა.

ამ დრამატული სცენარების მიღმა შეიძლება იმალებოდეს ერთი რამ, მიზანი შეიძლება იყოს რევოლუციური სცენარის განვითარება. ყველას მოეთხოვება ეს სიფხიზლე, არა მხოლოდ სახელმწიფოზეა სიფხიზლის მოვალეობა, საზოგადოებაც ფხიზლად უნდა იყოს, რომ არც ერთ ავანტიურისტს არ მიეცეს შესაძლებლობა, რომ რაღაც ისეთი გაუკეთოს საზოგადოებას, რაც მართლაც საუკუნეობრივად შეიძლება დიდ რისკებს ბადებდეს“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა