ჩვენი პარტია პირველ საკითხად მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას აყენებს, მნიშვნელოვანი არაა სად „გაირღვევა” პოლიციის კორდონი, პარლამენტთან თუ კლინიკასთან, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა რუს დამოუკიდებელ ჟურნალისტ ევგენი კისელიოვთან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენი პარტია პირველ საკითხად მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას აყენებს და ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. სამწუხაროდ, საქართველოში [შესაძლებლობები] ამოვწურეთ ამ მიტინგამდეც. რადგანაც ამ მიტინგის მიერ მიღწეული ერთ-ერთი შედეგი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაც იქნება და უნდა გესმოდეთ, რომ ახლა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება - ივანიშვილის რეჟიმის ნახევარ საათში დასასრული იქნება. ამიტომ ივანიშვილს სააკაშვილი ამ მომენტამდეც პატიმრობაში ჰყავს”, - განაცხადა მერაბიშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა მოხდება მომიტინგეები კლინიკისკენ რომ დაიძრან, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, მერაბიშვილმა განაცხადა, რომ „იგივე, რაც პარლამენტთან”.
„გუშინ ხედავდით, პარლამენტთან ხალხი უბრალოდ იდგა და მათ წინააღმდეგ გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და ა.შ. იგივე რამ მოხდება კლინიკასთანაც, ზუტად იგივე რამ მოხდება, ვინაიდან ხალხის წაყვანა რომ დავგეგმოთ, მთავრობაც იგივენაირად მოიქცევა და [სამართალდამცავებს] წაიყვანს.
ახლა არც ისე მნიშვნელოვანია ეპიცენტრი სად იქნება, რადგან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ჩვენი ძირითადი ამოცანაა. აქამდე დიპლომატიური მეთოდებით ვაღწევდით ამას და, მადლობა ღმერთს, ამერიკაში ძალიან სერიოზული მიღწევები გვაქვს ამ მიმართულებით.
რა თქმა უნდა, მნიშვნელვანი არაა სად „გაირღვევა” პოლიციის კორდონი, პარლამენტთან თუ კლინიკასთან. კორდონის ნებისმიერი “გარღვევა” - ეს სააკაშვილისა და მთელი საქართველოს გათავისუფლებაა”, - განაცხადა მერაბიშვილმა.
ვანო მერაბიშვილის აღნიშნული ინტერვიუ 8 მარტს გამოქვეყნდა.