იაგო ხვიჩია - ვანო მერაბიშვილის განცხადება გვანახებს, რომ ვიღაცებს უნდოდათ და ახლაც უნდათ, ამ პროცესში მიშას თემაც შემოიტანონ, ეს კი მიტინგების დაშლის ყველაზე სწრაფი გზა იქნება

ვანო მერაბიშვილის განცხადება გვანახებს, რომ ვიღაცებს უნდოდათ და ახლაც უნდათ, ამ პროცესში მიშას თემაც შემოიტანონ, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს თემა მიტინგების დაშლის ყველაზე სწრაფი გზა იქნება, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პირველ საკითხად მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას აყენებს და „მნიშვნელოვანი არაა სად „გაირღვევა” პოლიციის კორდონი, პარლამენტთან თუ კლინიკასთან“.

მისი თქმით, არსებობენ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებენ ადამიანებს იმისთვის, რომ მათ მიხეილ სააკაშვილს მხარი სათანადოდ არ დაუჭირეს.

„ეს აქციები, რაც ამ დღეებში გაიმართა, მიშას მხარდასაჭერად არ იყო. პროვოკაციის რისკს ყველა აქციაში ვხედავ. ვანო მერაბიშვილის განცხადება გვანახებს, რომ ვიღაცებს უნდოდათ და ახლაც უნდათ, ამ პროცესში მიშას თემაც შემოიტანონ, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს თემა მიტინგების დაშლის ყველაზე სწრაფი გზა იქნება. ლევან ხაბეიშვილმა მართალი თქვა, ყველა პარტია ფეხებზე კიდია ამ ხალხსო“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ გადაცემაში.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე