იაგო ხვიჩია - მიგვაჩნია - ვისაც ჯარში არ უნდა, იმას ჯარში რა უნდა?! - ჩვენი მოთხოვნაა არასავალდებულო სამხედრო სამსახურს!

ჩვენ ზოგადად მიგვაჩნია - ვისაც ჯარში არ უნდა, იმას ჯარში რა უნდა?! - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ თავდაცვის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი განმარტებით, ადამიანების იძულებით ჯარში გაწვევა, არ შეიძლება იყოს ჯარის გაძლიერებისკენ მიმართული.

„ჩვენი მოთხოვნა არის ძალიან მარტივი, არასავალდებულო სამხედრო სამსახურს! არა მონობას, სადაც ადამიანებს იძულებით უფასოდ ამუშავებენ „ვიშკაზე“ და შლაგბაუმის გამღებად, ყარაულებად. აი, ამას ვაპროტესტებთ და ვამბობთ, რომ ეს არ შეიძლება იყოს ქართული ჯარის გაძლიერებისკენ მიმართული რეფორმა. ზოგადად ის, რომ ჯარისკაცის გვერდზე თანაბარ მდგომარეობაში დეზერტირობაზე მეოცნებეს ამყოფებ, ეს არ შეიძლება იყოს ჯარის პატივისცემა. ადამიანს არ უნდა გაუხადო საქმე ისე, რომ დეზერტირობაზე ოცნებობდეს იმიტომ, რომ ჯარში ძალით მიგყავს. ამ ქვეყანაში საკმარისად არიან ადამიანები, რომლებსაც უნდათ და ოცნებობენ ჯარისკაცობაზე, ჩვენ იმათ შევუქმნათ პირობები და არავის ჯარში წაყვანა არ მოგვიწევს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
„ბიბლუსმა“ სტამბოლში საქართველოს ფარგლებს გარეთ რიგით მესამე ბიბლიოთეკა გახსნა - „ბიბლუსის“ დელეგაცია მსოფლიო პატრიარქმა მიიღო
„ჰიუნდაი ავტო საქართველოში“ შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
„ვისოლის“ მხარდაჭერით, გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის