სერგო ჩიხლაძე - „ქართული ოცნების“ რეჟიმი არის მთავარი წინაღობა ევროინტეგრაციის გზაზე - ოპოზიციის მხრიდან შემდეგი ნაბიჯები უნდა იყოს რუსული რეჟიმის დემონტაჟი და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ რეჟიმი არის მთავარი წინაღობა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.

შესაბამისად, მისივე თქმით, ოპოზიციის მხრიდან შემდეგი ნაბიჯები იქნება და უნდა იყოს „ქართული ოცნების“ რუსული რეჟიმის დემონტაჟი და პარალელურ რეჟიმში ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია.

„ქართულმა ოცნებამ“ დაინახა, რეალურად რა არის ხალხის ძალა. ის არის ხალხის ძალა, რაც რუსთაველის გამზირზე ხდებოდა და ვინც რუსთაველზე იდგა და არა - სოზარი, მაჭარაშვილი, ხუნდაძე - ბიძინას რუსული ძალა, რომელმაც კანონი დააინიცირა. დიახ, ერთ რამეში ვეთანხმები მაჭარაშვილს, ეს იყო გულწრფელი პროტესტი ამ კანონთან დაკავშირებით. არ დაგვავიწყდეს, რუსული კანონი გაწვეულია, მაგრამ სამწუხაროდ, ხელისუფლებაში რჩება რუსული რეჟიმი. რუსული რეჟიმიც უნდა განიდევნოს საქართველოს ხელისუფლებიდან“, - აცხადებს ჩიხლაძე.

მისი თქმით, ოპოზიციას არასდროს უთქვამს, რომ ეს იყო ბოლო ბრძოლა, რადგანაც მთავარი მიზანი არის ხელისუფლებიდან რუსული რეჟიმის განდევნა და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რასაც ეღობება რუსული რეჟიმი.

ამიტომ, ჩიხლაძის თქმით, ამ მიმართულებით სვლა გაგრძელდება.

„კონკრეტული აქციები და პროტესტი კონკრეტულ კანონპროექტზე იყო, მაგრამ ეს არ არის საბოლოო მიზანი, რადგანაც კანონპროექტი გაწვეულია არ ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“ უცებ პროევროპული ან დასავლეთის მეგობარი გახდა, რუსული რეჟიმი და პუტინის მოკავშირე აღარ არის. „ქართულ;ი ოცნება“ რჩება რუსულ რეჟიმად და ასეთ ბევრ კანონს კიდევ გამოგდებს. „ქართული ოცნების“ ეს რეჟიმი არის მთავარი წინაღობა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ოპოზიციის მხრიდან შემდეგი ნაბიჯები იქნება და უნდა იყოს „ქართული ოცნების“ რუსული რეჟიმის დემონტაჟი და პარალელურ რეჟიმში ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება