რატი ბრეგაძე - ჯარის საკითხის პოლიტიზირება და ყოვლად მიუღებელი ეპითეტები არ და ვერ იქნება საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან თავსებადი

მიმდინარე კამპანია, ჯარის საკითხის პოლიტიზირება და მითუმეტეს ყოვლად მიუღებელი ეპითეტები, რომლებსაც შეგნებულად არ გავიმეორებ, არ და ვერ იქნება საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან თავსებადი, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ბრეგაძე აცხადებს, ქვეყანაში, რომლის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია, სამხედრო საქმის საბაზისო ცოდნა აუცილებელია კონსტიტუციური ვალდებულების შესასრულებლად.

„საქართველოს დაცვა საქართველოს ყოველი მოქალაქის ვალია.

საქართველოს კონსტიტუცია მუხლი 70. პუნქტი 2.

ქვეყანაში, რომლის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია, სამხედრო საქმის საბაზისო ცოდნა აუცილებელია კონსტიტუციური ვალდებულების შესასრულებლად.

ჯარი პატრიოტ, განათლების მიღებაზე ორიენტირებულ, დაუღალავ და შრომისმოყვარე მამულიშვილთა ერთობაა.

ჯარში სამშობლოს სიყვარული სრულიად განსხვავებულ და გასაოცარ ბუნებას იძენს. სადაც არ უნდა წავიდეს ადამიანი სამხედრო სამსახურის შემდეგ ის ყოველთვის ქვეყნის გულანთებული გულშემატკივარი იქნება. სწორედ მათი ერთობლიობა ქმნის საქართველოს ინტერესების მცველთა მტკიცე ჯაჭვს, რომელმაც ჩვენი ქვეყანა მრავალი განსაცდელისგან მრავალჯერ იხსნა.

მისტიურია ის გრძნობა, რომელიც დაგეუფლებათ სამხედრო ფიცის დადებისას საქართველოს დროშის წინ მუხლმოდრეკილი ახალგაზრდა ვაჟკაცების თვალებზე მომდგარი ცრემლის დანახვისას. ეს ის ბედნიერი მომენტია, როდესაც დარწმუნდებით რომ ჩვენს ქვეყანას ნათელი მომავალი აქვს.

ემოციები ვულკანივით ამოფეთქავს როდესაც მტერთან ბრძოლაში დაჭრილი, მხედველობა დაკარგული მეომრის მიერ სამშობლოზე წარმოთქმულ ლექსს მოისმენთ. აღმაფრენის მომცემია იმ ადამიანების გვერდით ყოფნა, რომლებმაც დაამარცხეს შიში და ყოველ წამს მზად არიან საკუთარი საზოგადოს სასარგებლოდ დათმონ.

არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს დამოუკიდებლობას ათასობით ჯარისკაცმა საკუთარი სიცოცხლე შესწირა! ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ გმირებმა დაგვიტოვეს შვილები, რომლებიც ყოველთვის ამაყად ატარებენ მშობლების სახელს!

სამხედრო სამსახურში მყოფი ახალგაზრდები საზოგადოებისგან მხოლოდ პატივისცემას და მადლიერებას იმსახურებენ, ვინაიდან ისინი სახელმწიფოს უსაფრთხოებას და მის ყველა მოქალაქეს ემსახურებიან. გამომდინარე აქედან მიმდინარე კამპანია, ჯარის საკითხის პოლიტიზირება და მითუმეტეს ყოვლად მიუღებელი ეპითეტები, რომლებსაც შეგნებულად არ გავიმეორებ, არ და ვერ იქნება საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან თავსებადი.

ჯარი თავისუფლებაა!

ჯარი ვაჟკაცობაა!

ჯარი სამშობლოა!

ჯარი საქართველოა!

ყველაფერი საუკეთესო ჯარს!

დიდება გმირებს!

ვემსახურებით საქართველოს!

P.s ჯარში აღმართული დროშის ფრიალის ხმა, რომელიც განსაკუთრებულად ჟღერადია, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლი გმირების მიერ შესრულებული მრავალჟამიერია!” - წერს რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო