შალვა პაპუაშვილი - სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთი აფხაზეთის ტერიტორიაზე ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს 2008 წლამდეც - ეს არის შედეგი იმის, რომ ხელისუფლება ბოლო 10 წელში საერთაშორისო მექანიზმების კუთხითაც არის აქტიური

დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გაცხადდა სტრასბურგის სასამართლოს მიერ, რომელიც შეეხებოდა ერთ-ერთ საკითხს, რომელმაც დაადგინა, რომ რუსეთი აფხაზეთის ტერიტორიაზე ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს 2008 წლამდე - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ რუსეთი 2008 წლის აგვისტოს ომამდეც ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს აფხაზეთის ტერიტორიაზე.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სტრასბურგის სასამართლოს მიერ დამტკიცებულია, რომ 1993 წლიდან აფხაზეთის ტერიტორია სამართლებრივად უკვე აღიარებულია, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორია.

,,თქვენ იცით, რომ 2021 წლის იანვარში იქნა გადაწყვეტილება მიღებული სტრასბურგის სასამართლოსი, რომელმაც დაადგინა, რომ 2008 წლის შემდეგ რუსეთს აქვს ეფექტური კონტროლი აფხაზეთში და ასევე, სამაჩაბლოში. რაც სამართლებრივ ენაზე ოკუპაციას ნიშნავს. ამ გადაწყვეტილებით ითქვა, რომ 2008 წლამდეც რუსეთი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს. უკვე დღეიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ, სასამართლო დოკუმენტით დამტკიცებულია, რომ 1993 წლიდან აფხაზეთის ტერიტორია სამართლებრივად უკვე აღიარებულია, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორია და ეს დადასტურებულია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით. რა თქმა უნდა, ეს არის შედეგი იმის, რომ ჩვენი ხელისუფლება ბოლო 10 წლის განმავლობაში საერთაშორისო მექანიზმების კუთხითაც არის აქტიური’’, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა