გიორგი ჩალაძე - უკვე ერთი კვირაა ყოვნდება პოლონელი ექიმების ვიზიტი -  მნიშვნელოვანია, დროულად მოხდეს ბიუროკრატიული პრობლემების მოგვარება, რომ სააკაშვილი მოინახულონ

„ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული შტაბების ხელმძღვანელის, გიორგი ჩალაძის განცხადებით, "უკვე ერთი კვირაა ყოვნდება" პოლონელი ექიმების ვიზიტი საქართველოში.

ჩალაძის თქმით, ძალიან მნიშნველოვანია, რომ დროულად მოხდეს ბიუროკრატიული პრობლემების მოგვარება, რათა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოინახულონ.

„ისინი ჩამოდიან არა თავის ინიციატივით, არამედ ევროკავშირის 27 ქვეყნის ეგიდით - გაერთიანებული მისიით. ძალიან მნიშვნელოვანია მაშინ, როცა საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ასეთ განცხადებებს აკეთებს, როცა მთელი მსოფლიო ფეხზე დგას პრეზიდენტ სააკაშვილის გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დროულად მოხდეს პოლონელი ექიმებისთვის ყველა ბიუროკრატიული პრობლემის მოგვარება და საშუალების მიცემა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი მოინახულონ. ეს იქნება 12 პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულებისთვის ერთი წინგადადგმული ნაბიჯი“, - განაცხადა ჩალაძემ.

კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება