მამუკა ხაზარაძე მერაბიშვილის განცხადებაზე - პროვოკაცია, რომელიც ბიძინას და „ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადება „ოცნების წისქვილზე ასხამს წყალს”. შესაბამისი განცხადება მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გააკეთა.

ხაზარაძის თქმით, მერაბიშვილის განცხადებები ასევე წინააღმდეგობაშია ახალგაზრდების მიერ ბოლო დღეებში მიღწეულ გამარჯვებასთან.

„პროვოკაცია, რომელიც ბიძინას და ოცნების წისქვილზე ასხამს წყალს, რომ ისევ ნაც-ქოცურ რეალობაში ამყოფონ ქვეყანა. ეს ამბავი დასამთავრებელია თუ გვინდა ქვეყანა წინ წავიდეს! ეს განცხადება ასევე წინააღმდეგობაშია ქართველი ხალხის და კერძოდ ახალგაზრდების მიერ ბოლო დღეებში მიღწეულ გამარჯვებასთან“, - წერს ხაზარაძე.

ცნობისთვის, საქართველოს შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყებას აპირებენ. ამის შესახებ ვანო მერაბიშვილმა განაცხადა Ukrinform-ის მედიაცენტრში გამართულ დისკუსიაზე SAVE MISHA, რომელიც 10 მარტს გაიმართა.

მერაბიშვილის თქმით, მთავარი მიზანია, მთავრობის შეცვლა.

„ვაპირებთ და დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება დაგვიჭერს მხარს, მასობრივი საპროტესტო აქციები დავიწყოთ. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი მიზანია მთავრობის შეცვლა და პროდასავლური, პროუკრაინული მთავრობის მოსვლა საქართველოში, რომ უკრაინა არ იყოს მარტო იმიტომ, რომ ჩვენ პრაქტიკულად მოკავშირეები ვართ”, - განაცხადა მერაბიშვილმა.

მერაბიშვილის თქმით, საქართველომ და უკრაინამ ერთად უნდა იზეიმონ, რუსეთზე გამარჯვება, ასევე ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება.

მერაბიშვილის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ „გაზაფხული და ზაფხული იქნება საინტერესო საქართველოს პრობლემების გადაწყვეტისთვის“.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ლინას ლინკევიჩუსი - საქართველოს ხელისუფლება გულწრფელი არ არის, როდესაც ამბობს, რომ ევროპისკენ სვლა სურს - არა, ისინი არ მიდიან ევროპაში, ისინი სადღაც სხვაგან მიდიან და ხალხს ეს უნდა ესმოდეს
კახა ოქრიაშვილი - „რუსულმა ოცნებამ“ თავად გაშიფრა საკუთარი აგენტურა საქართველოში
წინანდლის მუზეუმში ჯიბსონ ხუნდაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
შეიძინე ახალი ნომერი და მიიღე საჩუქრები ახალი სასწავლო წლისთვის