მიხეილ სააკაშვილის ე.წ. ავადმყოფობის თემა ჩვეულებრივი „ფეიკია“, რომ დახსნილი იქნას კანონიერი სასჯელისაგან. საზოგადოებას, ვისაც ჰგონია, რომ ევროკავშირში შესვლა განვითარების გზაა, კარგად უნდა დაინახოს, რომ ის ავანტიურა, რასაც „ნაციონალური მოძრაობა და მისი მოკავშირეები გვახვევენ საქართველოს დაღუპვაა, და არა საქართველოს მომავალი,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილის საქართველოში შემოპარვა გეგმისთვის იყო გამიზნული.
"ჩვენ ვხედავთ, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოპარვა გამიზნული იყო სწორედ იმ გეგმისთვის, რაც ბატონმა შუსტერმა თავის ეთერში განაცხადა, რომ სანამ არ იქნება სააკაშვილი ხელისუფლებაში, მანამდე საქართველო ომს რუსეთის წინააღმდეგ არ დაიწყებს. გამომდინარე აქედან, ეს კამპანიაც სწორედ ამას ემსახურება. მისი ე.წ. ავადმყოფობის თემა არის ჩვეულებრივი ფეიკი იმისათვის, რომ ამ საბაბით ის იქნას დახსნილი კანონიერი სასჯელისაგან. საზოგადოებას, ვისაც ჰგონია, რომ ევროკავშირში შესვლა განვითარების გზაა, კარგად უნდა დაინახოს, რომ ის ავანტიურა, რასაც „ნაციონალური მოძრაობა" და მისი მოკავშირეები გვახვევენ საქართველოს დაღუპვაა, და არა საქართველოს მომავალი“, - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.