პრემიერი - თქვეს, რომ რუსულ კანონს იღებენ, რამაც ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა, ამას დაემატა განცხადებები, რომელიც შესაძლოა განვიხილოთ, როგორც ერთგვარი წამახალისებელი უცხოელი პარტნიორების, კოლეგების, ელჩების მხრიდან, რამაც დააბნია საზოგადოების გარკვეული ნაწილი

თქვეს, რომ რუსულ კანონს იღებენ. ამან რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა. ამას დაემატა ის განცხადებები, რომელიც შესაძლოა განვიხილოთ, როგორც ერთგვარი წამახალისებელი განცხადებები, ჩვენი უცხოელი პარტნიორების, კოლეგების, ელჩების მხრიდან, რამაც დააბნია საზოგადოების გარკვეული ნაწილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აქ ძალიან კოორდინირებული ქმედება და საქმიანობა გამოჩნდა.

„რაც შეეხება პროცესს, როგორც წარიმართა, ჩვენ ორ ვარიანტს ვუყარეთ კენჭი. ჩვენ ორ ვარიანტს ვუყარეთ კენჭი, ორ ვერსიას, ანუ ერთი ამერიკული მოდელი ავიღეთ, თარგმნილი იყო და გადმოვიტანეთ და ვთქვით, რომ ზუსტად იდენტური ამერიკული მოდელი გვინდა, რომ მივიღოთ. მეორე იყო ქართული ვერსია, რომელსაც თავიდანვე კარგად გააზრებული იყო ეს ყველაფერი, დაარქვეს რუსული კანონი. იცით, თუ როგორი მგრძნობიარეები ვართ ჩვენ ყველანი, ქართველები, მიმდინარე რუსული ოკუპაციის ფონზე ასეთი საკითხების მიმართ. და თქვეს, რომ რუსულ კანონს იღებენ. ამან რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა. ამას დაემატა ის განცხადებები, რომელიც შესაძლოა განვიხილოთ, როგორც ერთგვარი წამახალისებელი განცხადებები, ჩვენი უცხოელი პარტნიორების, კოლეგების, ელჩების მხრიდან, რამაც დააბნია საზოგადოების გარკვეული ნაწილი. აქ ძალიან კოორდინირებული ქმედება და საქმიანობა გამოჩნდა", - განაცხადა პრემიერმა.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა