გიორგი ვაშაძე - ვანო მერაბიშვილი საერთოდ არაფერ შუაშია იმაში, რაც ქართულ პოლიტიკაში ხდება - ჩვენი საბოლოო მიზანი რუსული რეჟიმისგან გათავისუფლებაა, მაგრამ ამოცანა ნომერი ერთია წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსი მივიღოთ

არავინ უარყოფს, რომ ჩვენი საბოლოო მიზანი რუსული რეჟიმისგან გათავისუფლებაა, მაგრამ დღეს, ჩვენთვის ამოცანა ნომერი ერთი არის, რომ წლის ბოლოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, ვანო მერაბიშვილის განცხადებები არ აინტერესებს.

„ეს ადამიანი [ვანო მერაბიშვილი] საერთოდ არ არის ჩართული, არაფერ შუაში არაა იმაში, რაც დღეს ქართულ პოლიტიკაში თუ ქართულ საზოგადოებაში ხდება. არ მაინტერესებს, არ წამიკითხავს და არ ავყვები დეზინფორმაციის კამპანიას, რომელიც რუსულ რეჟიმს უნდა რომ შემოგვიგდოს იმისთვის, რომ დისონანსი შემოიტანოს ჩვენში.

ჩვენი ბოლოო მიზანი, რა თქმა უნდა, არის რუსული რეჟიმისგან საბოლოო გათავისუფლება. ამას მე მგონი, ორჯერ ორი ოთხია, არავინ უარყოფს. არა რუსულ კანონს, არა რუსულ სასამართლოს, არა რუსულ საარჩევნო სისტემას და არა რუსულ რეჟიმს, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არის ნაბიჯ-ნაბიჯ მიმავალი გზა. დღეს, ამოცანა ნომერი ერთი ჩვენთვის არის, რომ წლის ბოლოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივიღოთ," - აღნიშნავს ვაშაძე.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის თქმით, ოპოზიციას ამ ეტაპზე, აქციების გამართვა დაგეგმილი არ აქვს.

"ჩვენ საპროტესტო აქციების კონკრეტული დღე ნამდვილად არ გვაქვს დაგეგმილი, მაგრამ როგორც კი დავინახავთ, რომ რეჟიმი ისევ გადაუხვევს რუსული მიმართულებით, რა თქმა უნდა, დაგვჭირდება შეკრებაც, გაპროტესტებაც, იმ დიდი ერთიანობის ჩვენება, რომელიც ვაჩვენეთ, იმიტომ, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი, რომელმაც წარმოიდგინეთ, მსოფლიო ლიდერები აალაპარაკა. როგორც კი მათ დაინახეს ქართველი ერის ერთიანობა, მათ თქვეს, რომ საქართველოს ადგილი არის ევროკავშირში, იმიტომ, რომ მათაც ეჭვი ეპარებოდათ უკვე, იყო თუ არა ჩვენი ადგილი ევროკავშირში", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყებას აპირებენ. მისი თქმით, მთავარი მიზანია, მთავრობის შეცვლა. მერაბიშვილის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ „გაზაფხული და ზაფხული იქნება საინტერესო საქართველოს პრობლემების გადაწყვეტისთვის“.

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება