ბაჩო დოლიძე - ვანო მერაბიშვილი პროცესს ხელს უშლის

[ვანო მერაბიშვილს] პიროვნულად რამეს კი არ ვერჩი, ის პროცესს უშლის ხელს, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბაჩო დოლიძე, ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებას, რომ „მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყება, რათა ხელისუფლება შეიცვალოს“.

როგორც დოლიძე განმარტავს, ხელისუფლება ახლა, როგორც პოლიტიკურად, ასევე მორალურად, მძიმე მდგომარეობაშია.

„რამდენჯერაც გადაწყვეტილებას მივიღებ, რომ ვანო მერაბიშვილს ცოტა ხანი თავი დავანებო და მმართველ გუნდზე ვკონცენტრირდე, რომელიც მართლა რეალურად აშავებს, მისტიკა ხდება, ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში ამ ადამიანის გარშემო ვტრიალებ. პიროვნულად რამეს კი არ ვერჩი, ხელს უშლის პროცესს. ბევრი ინტერპრეტაციაც იყო, გუშინ ვუსმინე სამთავრობო არხებს, ობიექტური რომ ვიყო, ქვეყნის ომში ჩართვის კონტექსტი არ ყოფილა, სულ ვამბობ, რომ პროცესს ხელს უშლის, ამით დავამთავრებ, რომ სამთავრობო პროპაგანდისტულ მესიჯბოქსებს არ ავყვე, ავირიე უკვე, რას ლაპარაკობენ, როგორ ლაპარაკობენ. ამ პროცესში მთავარია, რომ დღეს ხელისუფლება მძიმე მორალურ, პოლიტიკურ რეალობაშია და ჩვენი მოქმედებებით, ჩვენი რიტორიკით თუ გამოვიყვანეთ ხელისუფლებას ამ პოლიტიკური ნოკდაუნიდან, რაღა გამოვიდა. საზოგადოებამ თავისი თავი გამოაჩინა იმ კუთხით, რომ ხელისუფლებას პირდაპირ უთხრა - მე პრორუსული მთავრობა არ მჭირდება, მე მჭირდება მთავრობა, რომელიც კანდიდატის სტატუსს მომანიჭებსო. ძალიან განათლებული საზოგადოება გვყავს, ზუსტად ის მოთხოვნები იყო დაყენებული თანმიმდევრულად, რაც უნდა ყოფილიყო. ჩვენმა ქვეყანამ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ეს არის შემდეგი დაკვეთა, რომელიც ხელისუფლებას მისცეს, რადაც არ უნდა დაუჯდეს ხელისუფლებას, 12 პუნქტი უნდა შესრულდეს იმისთვის, რომ, ჩვენ კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭონ. ამ დროს, უკვე პოლიტიკა უნდა ჩაერთოს, ჩვენი ვალია, რომ ამ 12 პუნქტის გარშემო, ძალიან დაწვრილებით, კონკრეტულად მივაწოდოთ ჩვენს საზოგადოებას ინფორმაცია - სად ვართ დღეს და რას გვთხოვენ. ისე კი არა, რასაც ესენი ამბობენ - თურმე, ვიღაც რაღაცას გვთხოვს - გამოცდაზე კი არ მივდივართ, ეს ყველაფერი ჩვენს საზოგადოებას სჭირდება რომ დამოუკიდებელი ინსტიტუტები არსებობდეს.

ყველას ჩვენი როლი გვაქვს - ოპოზიციას, ხელისუფლებას, საზოგადოებას. ოპოზიციას აქვს მთავარი ამოცანა ახლა, რომ მაქსიმალური ინფორმირება გაუკეთოს საზოგადოებას, ხელისუფლებას აქვს თავისი ამოცანა, ეს ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, უნდა შეასრულოს. ხელისუფლება ცდილობს, ერთი იარლიყი მიაკეროს, რომ ეს აქციები თურმე, ოპოზიციურად განწყობილი პარტიების ყოფილა. თურმე, უმეტესობა, ვინც იქ იყო, პარტიებთან არიან აფილირებული, ღარიბაშვილმა სულ სექტანტები ეძახა ადამიანებს, რომელთაც ან ტატუ აქვთ, ან საყურე აქვთ - რაღაც სატანისტები იყვნენო, ჩვენ ვართ მართლმადიდებელი, მორწმუნე ხალხიო, რომელიც საზოგადოებას ცივ ნიავს არ ვაკარებთო. ეკლესიას ამოფარებული ადამიანი, რომელიც არაფერს აკეთებს“, - განაცხადა დოლიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო