ლევან იოსელიანი - აქციაზე სამწუხარო ინციდენტი იყო, მაგრამ დღეს უკვე ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ყველა მათგანის სახალხო დამცველი ვარ - ადამიანების, რომლებიც დამესხნენ თავს და რომლებმაც ძალიან თბილად მიმიღეს

ძალიან სამწუხარო ინციდენტი იყო, მაგრამ დღეს უკვე ამ ინციდენტს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, გამომდინარე იქიდან, რომ ვარ ყველა მათგანის სახალხო დამცველი- ადამიანებისა, რომლებიც მე დამესხნენ თავს და სხვების, რომლებმაც ძალიან თბილად მიმიღეს აქციაზე, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პარლამენტთან აქციის მსვლელობისას მასზე განხორციელებული თავდასხმის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ის გახდა ომბუდსმენი, ადამიანებს არ ჰყოფს იმის მიხედვით თუ ვინ მოსწონს.

„მე ამ ადამიანებს დღეს უკვე, რაც პოლიტიკა დავტოვე და გადმოვედი სახალხო დამცველად, აღარ გავყოფ იმის მიხედვით, ვინ მომწონს. ჩემი პროფესიული მოვალეობა, ეს ძალიან საპატიო პოსტი სწორედ იმას ნიშნავს, რომ ყველას მიმართ უნდა იყო თანაბრად ნეიტრალური და სწორედ ამის გაკეთებას ვაპირებ მომავალში“,- განაცხადა იოსელიანმა.

კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა ის, როგორც ომბუდსმენი, რომ აქციაზე დაკავებული ადამიანების წინააღმდეგ უნდა შეწყდეს დევნა, იოსელიანმა განაცხადა, რომ ამ მსჯელობაში შესვლას სახალხო დამცველის მანდატი არ ითვალისწინებს.

„ეს არის გამოძიების პრეროგატივა, სახალხო დამცველის მანდატის ფარგლებში ჩვენ დავაკვირდებით გამოძიების პროცესს და რა თქმა უნდა, მივიღებთ მონაწილეობას ამ პროცესში. რომელი საქმე უნდა აღიძრას და შეწყდეს, ვერ გავუწევთ რეკომენდაციას“, - განაცხადა იოსელიანმა.

ის საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც შეეხო, რომელიც ეხებოდა იმას, რომ აქციაზე მყოფი ადამიანები, რომელთა ნაწილი ჩართული იყო პოლიციის დაშავებაში, აუცილებლად დაისჯება.

„მე, განსხვავებით ჩემი მაშინდელი პოზიციისგან, როდესაც პარლამენტში ვიყავი, პოლიტიკური შეფასებებისგან თავს შევიკავებ ბუნებრივია. თუმცა ერთ რამეს ვიტყვი, რომ ნებისმიერი ადამიანის შემთხვევაში, ვის მიმართაც იქნება დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა, უნდა არსებობდეს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი და სახალხო დამცველის აპარატი ძალიან სკურპულოზურად დააკვირდება და შეისწავლის ამ საქმეებს, თუ ვინმეს მიმართ იქნება ასეთი ტიპის დევნა განხორციელებული“,- განაცხადა სახალხო დამცველმა.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო