კახა კალაძე - მერაბიშვილის ინტერვიუ ძალიან სამარცხვინო იყო - თუ ჰგონიათ, რომ რევოლუციითა და დაპირისპირებით ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია, ძალიან ცდებიან

ქალაქ თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ინტერვიუ, სადაც ის 7 და 8 მარტს გამართულ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით საუბრობს, სამარცხვინო იყო.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ჯერ კიდევ ვერ გაუაზრებიათ, რატომ უთხრა მოსახლეობამ მათ უარი 2012 წელს.

ვანო მერაბიშვილის ინტერვიუ, რა თქმა უნდა, ძალიან სამარცხვინო იყო. ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა მხოლოდ ერთი მიზეზის გამო უნდათ, იმისთვის, რომ თავად დაბრუნდნენ და მეორე ფრონტის გახსნის შესაძლებლობა ჰქონდეთ.

ოპოზიციისგან მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით ყოველდღიურად იყო მოწოდებები. გარკვეული პოლიტიკოსები რეალობას აცდენილები არიან და ვერ ხვდებიან, რა ხდება ქვეყანაში. თუ ჰგონიათ, რომ რევოლუციითა და დაპირისპირებით ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია, ძალიან ცდებიან. საქართველოშიც და ნებისმიერ ცივილურ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლება დემოკრატიულად და ამას გადაწყვეტს მოსახლეობა. თუ ვინმე კანონის ფარგლებს გასცდება, ამას ყოველთვის შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ჯერ კიდევ ვერ გაუაზრებიათ, რატომ უთხრა მოსახლეობამ მათ უარი 2012 წელს. მათ ჰგონიათ, მოსახლეობას დაავიწყდა, როგორ უსწორდებოდნენ ახალგაზრდებს ქუჩაში”, - განაცხადა კახა კალაძემ.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა