პაატა მანჯგალაძე - ღარიბაშვილისა და კობახიძის ხელში ძალაუფლება იგივეა, რაც მაიმუნები „ლიმონკით“

ღარიბაშვილისა და კობახიძის ხელში ძალაუფლება იგივეა, რაც მაიმუნები "ლიმონკით“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები შეაფასა.

მისივე თქმით, ღარიბაშვილის მხრიდან აქციის მონაწილე ახალგაზრდების ანარქისტებად და სატანისტებად გამოცხადება მის ძალიან მძიმე მდგომარეობაზე მიუთითებს არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ ემოციურად და ფსიქოლოგიურადაც.

მანჯგალაძის განცხადებით, ღარიბაშვილის ხელში ძალაუფლების არსებობა, ნებისმიერი ფორმით, სახიფათოა უპირველესად საქართველოსა და მისი მოქალაქეებისთვის.

„ამიტომ აუცილებელია რაც შეიძლება სწრაფად მისი და "ქართული ოცნების" გუნდის ხელისუფლებისგან ჩამოშორება. როგორ შეიძლება შენი შვილის თაობის ათობით ათას ახალგაზრდას, რომელიც აქციაზე გამოვიდა და ითხოვდა თავისუფლებასა და ევროპას, უწოდო სატანისტები და ანარქისტები? ეს იმდენად მძიმე მდგომარეობაა, რომ ღარიბაშვილისა და კობახიძის ხელში ძალაუფლება იგივეა, რაც მაიმუნები "ლიმონკით", - განაცხადა მანჯგალაძემ.

ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს
ავტობუსის ზოლში მოძრავი ახალი Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში
„სპანჯბობი“ და „კუ ნინძა“ პატარებს მთაწმინდის პარკში, „დიჯიტალ ტვ“-ის სივრცეში ელოდებიან
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თბილისში 2023 წლის ივლისში გაიხსნება
რომპეტროლი „BREATH Georgia“-სთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას