რატი იონათამიშვილი - თურმე, ამ ქვეყანაში არსებობს მასწავლებელი, თან არაერთი, რომელსაც შეუძლია, თავისი მოსწავლე დააბულინგოს მისი მშობლის პოლიტიკური შეხედულებისა, თუ პოლიტიკური საქმიანობის გამო

თურმე, ამ ქვეყანაში არსებობს მასწავლებელი, თან არაერთი, რომელსაც შეუძლია, თავისი მოსწავლე დააბულინგოს მისი მშობლის პოლიტიკური შეხედულებისა, თუ პოლიტიკური საქმიანობის გამო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლებმა და ლექტორებმა პოლიტიკური შეხედულება არ უნდა შეიმჩნიონ მოსწავლეებსა და სტუდენტებთან, დაფიქსირდა ფაქტები, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტმა მასწავლებლებმა მშობლების პოლიტიკური შეხედულების თუ საქმიანობის გამო, მოსწავლეები დააბულინგეს.

როგორც რატი იონათამიშვილი წერს, წიგნების დაწვა, პროფესორების უნივერსიტეტებიდან განდევნა და ოპონენტების საზოგაოდებიდან განდევნის მცდელობით რადიკალური ოპოზიცია და მისი მომხრეები, ბოლშევიკების ხელწერას იმეორებენ. მისივე განცხადებით, მასწავლებლის მხრიდან მოსწავლის მიმართ მსგავსი მიდგომა, უკვე ფაშიზმის გამოვლინებაა.

„ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, ამ თემაზე, 2023 წელსაც თუ მოუწევდა ვინმეს საუბარი.

მასწავლებელი, რა პოლიტიკური შეხედულებისაც არ უნდა იყოს, ამას არ უნდა იმჩნევდეს მოსწავლესთან, ლექტორი - სტუდენტთან.

„ქართული ოცნების“ მომხრე არც ერთ მასწავლებელს არასდროს უკადრებია მისთვის ყველაზე მიუღებელი რომელიმე პოლიტიკოსის, თუ აქტივისტის შვილთან თავისი განწყობა შეემჩნია. ასეთი ფაქტი ვერავის გაახსენდება…

მაგრამ, თურმე, ამ ქვეყანაში არსებობს მასწავლებელი, თან არაერთი, რომელსაც არათუ განწყობის შემჩნევა, არამედ შეუძლია, თავისი მოსწავლე დააბულინგოს მისი მშობლის პოლიტიკური შეხედულებისა, თუ პოლიტიკური საქმიანობის გამო.

არ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ ასეთი რამ მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ აქტივისტ მასწავლებელს შეუძლია იკადროს. რა თქმა უნდა, ყველას არა, მაგრამ ასეთი რამდენიმე შემთხვევა უკვე დაფიქსირდა!

მეტიც, ასეთ “მასწავლებელს” თურმე, შეუძლია, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნოს “მოღალატეების” სია იმის მიუხედავად, რომ მის მიერ, საუკუნის აფიორის საფუძველზე, მოღალატედ შერაცხული ადამიანის შვილს - თავად ასწავლის!

წიგნების დაწვით ერთი-ერთში იმეორებენ ფაშისტების ნამოქმედარს;

პროფესორების უნივერსიტეტებიდან განდევნის მცდელობით ერთი-ერთში იმეორებენ ბოლშევიკების ხელწერას;

ოპონენტების საზოგადოებიდან გარიყვის მცდელობით მხოლოდ იმას აღწევენ, რომ ბოლომდე შიშვლდებიან, როგორც უკვე ჩამოყალიბებული ფაშისტები.

თუმცა, მასწავლებლის მხრიდან მოსწავლის მიმართ ასეთი მიდგომა, ფაშიზმის სულ სხვა “ლეველს” ნიშნავს და მათი ფსევდოლიბერალი ლიდერების ბოლოდროინდელი პოზიციიდან მომდინარეობს…“ - წერს "ქართული ოცნების" წევრი, რატი იონათამიშვილი.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა