ავთანდილ ენუქიძე - რა პოზიციაც მეჭირა, ის პოზიცია მიჭირავს - პირიქით, უფრო მკაცრ კანონს ვეთანხმებოდი, ფრიდონ ინჯიას ვუთხარი, ჩემს მაგივრადაც მიაჭირე-მეთქი ხელი!

რა პოზიციაც მეჭირა, ის პოზიცია მიჭირავს - პირიქით, უფრო მკაცრ კანონს ვეთანხმებოდი, ფრიდონს (ინჯია) ვუთხარი, ჩემს მაგივრადაც მიაჭირე-მეთქი ხელი! - ეს განცხადება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ვიცე-სპიკერმა ავთანდილ ენუქიძემ გააკეთა.

როგორც ენუქიძემ აღნიშნა, განხილვას მომხდარი უბედური შემთხვევის გამო ვერ დაესწრო.

„დამირეკეს უცბად და უცბად გავედი... დარბაზში რომ ვყოფილიყავი, მხარს დავუჭერდი. ფრიდონმა მხარი დაუჭირა, შემდეგ გადმომირეკა და ვუთხარი: - ჩემს მაგივრადაც დააჭირე-მეთქი. უბრალოდ, ესეც იცოდეთ! მე მანამდე რაღაცებს ვამწვავებდი... რა პოზიციაც მეჭირა, დღესაც ის მიჭირავს. პირიქით, უფრო მკაცრს ვეთანხმებოდი, რაც ამერიკულია. რაკი ფრიდონი იყო, ვუთხარი, ჩემს მაგივრადაც მიაჭირე მეთქი ხელი. სიმართლე სიმართლეა! „ - განაცხადა ავთანდილ ენუქიძემ.

ცნობისთვის, კენჭისყრის დროს პარლამენტის წევრის მიერ სხვა დეპუტატის ნაცვლად ხმის მიცემა დასჯადია და ითვალისწინებს მათთვის ხელფასიდან თანხის დაქვითვას, 20%-ის ოდენობით.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს