ხატია დეკანოიძე - იმედი მაქვს, ვანო მერაბიშვილი პოლიტიკურ განცხადებებს მოერიდება

იმედი მაქვს, რომ ვანო მერაბიშვილი პოლიტიკურ განცხადებებს მოერიდება - ყველა განცხადებას, რომელიც "ქართულ ოცნებას" შეიძლება პროპაგანდისტულად გამოადგეს, ვაფასებ ცუდად, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც დეკანოიძემ ამ კონტექსტში აღნიშნა, მმართველი გუნდის პროპაგანდისტული მანქანა ყველას და ყველაფერს გამოიყენებს, ამიტომ ყველა უნდა იყოს ფრთხილად.

"ყველა ძალიან ფრთხილად უნდა იყოს. ჩვენ საქმე გვაქვს ძალიან დიდ პროპაგანდისტულ მანქანასთან, რომელმაც შეიძლება საქართველოს ევროპულ მომავალს სერიოზული ზიანი მიაყენოს. იმედი მაქვს, რომ ვანო მერაბიშვილის პოლიტიკური განცხადებები შემდგომში აღარ გავრცელდება", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

საქართველოს შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყებას აპირებენ. ამის შესახებ ვანო მერაბიშვილმა Ukrinform-ის მედიაცენტრში გამართულ დისკუსიაზე SAVE MISHA განაცხადა, რომელიც 10 მარტს გაიმართა.

მერაბიშვილის თქმით, მთავარი მიზანი მთავრობის შეცვლაა.

"ვაპირებთ და დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება დაგვიჭერს მხარს, მასობრივი საპროტესტო აქციები დავიწყოთ. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი მიზანია მთავრობის შეცვლა და პროდასავლური, პროუკრაინული მთავრობის მოსვლა საქართველოში, რომ უკრაინა არ იყოს მარტო იმიტომ, რომ ჩვენ პრაქტიკულად მოკავშირეები ვართ”, - განაცხადა მერაბიშვილმა.

მერაბიშვილის თქმით, საქართველომ და უკრაინამ ერთად უნდა იზეიმონ, რუსეთზე გამარჯვება, ასევე ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება.

მერაბიშვილის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ "გაზაფხული და ზაფხული იქნება საინტერესო საქართველოს პრობლემების გადაწყვეტისთვის".

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა