საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შვედმა კოლეგამ უმასპინძლა

შვედეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შვედმა კოლეგამ უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ილია დარჩიაშვილმა და ტობიას ბილსტრომმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები, თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგი და მისი გაღრმავების შესაძლებლობები.

„შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს, ამ პროცესში მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებს. მინისტრმა შვედ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესზე.

პოზიტიურად შეფასდა ევროკომისიის ანგარიში, რომელიც დადებითად აფასებს საქართველოს მიერ მთელი რიგი მიმართულებებით მიღწეულ პროგრესს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. შვედეთის მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ გზაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას პროგრესი შვედეთის თავმჯდომარეობის პრიორიტეტად რჩება და გამოხატა მზადყოფნა, მომავალშიც დაეხმაროს საქართველოს რეფორმების იმპლემენტაციის პროცესში.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას. ამ კუთხით, კიდევ ერთხელ აღინიშნა შვედეთის როლი და მხარდაჭერა, რაც კიდევ უფრო არსებითია ევროკავშირის საბჭოში შვედეთის თავმჯდომარეობის გათვალისწინებით.

საუბარი შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატსაც. მინისტრებმა გაცვალეს ფორმატის მომავალთან დაკავშირებული მოსაზრებები იმ ახალი რეალობის გათვალისწინებით, რომელიც განპირობებულია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მისწრაფებით ევროკავშირისკენ.

ასევე, მხარეებმა განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. შვედეთის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა