დიმიტრი სამხარაძე - დიმა ჩიქოვანი კეზერაშვილის ცოლის ძმაა, კეზერაშვილი და მერაბიშვილი მისი ხელით  აფინანსებენ ორგანიზაციას “ნაბიჯი”, რომელიც აქტიურად ყოფილა ჩართული ბოლო დღეების მოვლენებში

დიმა ჩიქოვანი არის კეზერაშვილის ცოლის ძმა. კეზერაშვილი და მერაბიშვილი სხვა ტელევიზიებთან და ორგანიზაციებთან ერთად დიმა ჩიქოვანის ხელით აფინანსებენ ორგანიზაციას “ნაბიჯი”, რომელიც აქტიურად ყოფილა ჩართული ბოლო დღეების მოვლენებში და მიბარებული აქვთ სტუდენტების და ლექტორების ბულინგის მიმართულება - ამის შესახებ "ქართული ოცნების" რეგიონული მდივანი დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ამ ორგანიზაციაშია გაწევრიანებული ვინმე დათო ჩხობაძე, რომელიც დღეს აქტიურობდა ლექტორი ელიზბარ ელიზბარაშვილის პროვოკაციის მოწყობაში და ამის შემდეგ მისცა ინტერვიუები "ნაცმოძრაობის" ტელევიზიებს, რისთვისაც ჩიქოვანმა დღესვე გადაურიცხა 1000 ლარი.

"მოკლედ ასეთი ამბავია, დიმა ჩიქოვანი არის კეზერაშვილის ცოლის ძმა. კეზერაშვილი და მერაბიშვილი სხვა ტელევიზიებთან და ორგანიზაციებთან ერთად დიმა ჩიქოვანის ხელით აფინანსებენ ორგანიზაციას “ნაბიჯი”, რომელიც აქტიურად ყოფილა ჩართული ბოლო დღეების მოვლენებში და მიბარებული აქვთ სტუდენტების და ლექტორების ბულინგის მიმართულება.

როგორც მეუბნებიან, ამ ორგანიზაციაშია გაწევრიანებული ვინმე დათო ჩხობაძე, რომელიც დღეს აქტიურობდა ლექტორი ელიზბარ ელიზბარაშვილის (თუ სახელი არ მეშლება) პროვოკაციის მოწყობაში და ამის შემდეგ მისცა ინტერვიუები ნაცების ტელევიზიებს, რისთვისაც ჩიქოვანმა დღესვე გადაურიცხა 1000 ლარი. ოღონდ თან აგინებდა ამ ორგანიზაციის სტუდენტებს, მაგათი თითო განცხადება 1000 ლარი გვიჯდებაო.

რას კადრულობენ ხვდებით? ბოლშევიკურ თუ ფაშისტურ განცხადებებს თხოვენ და ფულს უხდიან ამაში.

თუ არასწორს ვწერ რამეს, გამოაქვეყნეთ დღევანდელი გადარიცხვები!!!!”,-წერს დიტო სამხარაძე.

მისივე თქმით, დიმა ჩიქოვანი ნაცმოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრია, რომელიც ამბობს - "მაგ სტუდენტებმა ერთი ადგილი რომ გაანძრიონ, თითო განცხადება ათასი ლარი მიჯდებაო".

"დიმა ჩიქოვანი ვინაა?? „ნაცების“ პოლიტსაბჭო, აგერ მეუბნებიან ჩემები.

როგორც კი ერხევათ, საცერივით რომ გამოდის მერე ინფოები, კი იცით. ეს დადის და ხალხში ლაპარაკობს, რისი ენთუზიაზმი არა ... (შედარებით ზრდილობიანად ვწერ მიახლოებით ციტირებას), მაგ სტუდენტებმა ერთი ადგილი რო გაანძრიონ, თითო განცხადება ათასი ლარი მიჯდებაო. დღეს ის ქლიავი ელიზბარა თუ ვიღაცა რომ მიეკაჩავებინა და მერე ინტერვიუ მიეცა, კიდე ათასი ლარი გადამარიცხინა ჩხობაძემო.

ბოლომდე გავარკვევ რომელი ვინაა და დაგიბრუნდებით. ბოლომდე უნდა გავშიფრო ბოლშევიკები!!!

ის „პრისტუპნიცა“ ბავშვი უკვე მაგარი გაპიარებული იყო, დავაგვიანეთო - ეს რას ნიშნავს ჯერ არ ვიცი, მაგრამ თვითონ რომ დაცხებათ, ეს ვიცი ზუსტად, ამ პოსტს რომ წაიკითხავენ…

დანარჩენს ვარკვევ და დავწერ ეგრევე!”, - წერს სამხარაძე Facebook- ზე.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები